"რაც უფრო დიდ ხანს ხედავ ცისფერს, უფრო ხშირად გახსენდება ზეცა და ღმერთი" - "ცისფერი ქალაქი" მაროკოში (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

"რაც უფრო დიდ ხანს ხედავ ცისფერს, უფრო ხშირად გახსენდება ზეცა და ღმერთი" - "ცისფერი ქალაქი" მაროკოში (ფოტოგალერეა)

მაროკოს ჩრდილოეთით, რიფის მთაზე არის პატარა ქალაქი შეფშაუენი, რომელსაც თითქოს ზეცამ თავისი სილურჯე დააბერტყა და ლაჟვარდოვან ქალაქად აქცია.

შეფშაუენს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ "ცისფერი ოცნება", რადგან ქალაქის ამ ძველ ნაწილში ცისფერი ფერის ყველა ტონია გამოსახული.

ტრადიცია, რომელიც სახლის ცისფრად შეღებვას გულისხმობს, ამ პატარა ქალაქში მიგრანტი ებრაელებისგან იღებს სათავეს. ისინი თვლიდნენ, რომ რაც უფრო დიდი ხანს და ხშირად ხედავ ცისფერს, უფრო ხშირაც გახსენდება ზეცა და ღმერთი. დროთა განმავლობაში ეს ტრადიციად იქცა და დღეს, მსოფლიოში ცნობილია მაროკოს ცისფერი უბნები.

საუკუნეთა განმავლობაში შეფშაუენი მუსულმანთა წმინდა ქალაქად ითვლებოდა, რომლის ნახვაც უცხო ხალხს სასტიკად ეკრძალებოდათ. დღეს კი უკვე ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია იხილოს შეფშაუნის მომაჯადოვებელი სილამაზე.

ეს პატარა ქალაქი  არა მხოლოდ ამ ლაჟვარდოვნებით იპყრობს ტურისტების ყურადღებას, მიიჩნევა, იქ ყველაფერი მნიშვნელოვნად იაფია და ამავე დროს ხელმისაწვდომია ისეთი ნივთები თუ პრეპარატები, რომლებიც ქვეყანაში ზოგადად აკრძალულია. ქალაქის მოსახლეობა ძირითადად მარიხუანის გაყიდვით შოულობს ფულს.

ქალაქში შეიძლება ისეთი ქსოვილებისა და სუვენირების ყიდვა, რომელიც მაროკოში იშვიათია. აქ უნიკალურია ყოველი კიბე, ჭიშკარი და სარკმელი. ქალაქში ჩასასვლელად ტურისტთათვის ყველაზე კარგი პერიოდი ზამთარი და შემოდგომაა, მაგრამ მათი რაოდენობა ზაფხულის 45-გრადუსიან ხვატშიც არ მცირდება.

იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად ამ საოცარ ქალაქში, დაათვალიერეთ ჩვენი ფოტოგალერეა