ფილმები, სადაც რეალურ გმირებსა და მათ ეკრანულ სახეებს შორის ზღვარი წაშლილია (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

ფილმები, სადაც რეალურ გმირებსა და მათ ეკრანულ სახეებს შორის ზღვარი წაშლილია (ფოტოგალერეა)

მსახიობის პროფესია თავისთავად გულისხმობს გარდასახვას, სხვა ხასიათისა თუ ქცევის მორგებას და შეთვისებას.

ეს ზოგადადაც არცთუ ისე ადვილია, მაგრამ მსახიობები ამბობენ, რომ განსაკუთრებულად რთულია, როდესაც ბიოგრაფიულ ფილმებში უწევთ მონაწილეობა და ყველასთვის ცნობილი ადამიანების კინოეკრანზე გაცოცხლება. მსოფლიო კინოს ისტორიაში უამრავი  ბიოგრაფიული ფილმია უკვე გადაღებული ადამიანებზე, რომელთაც მსოფლიოში სხვადასხვა ნიშნით გარდატეხა მოახდინეს.

ბიოგრაფიული ფილმი - ეს ყოველთვის არის მოგზაურობა სხვა სამყაროში. აქ რეალური გმირების ისტორიები ცოცხლდება. მსახიობთა გარდასახვის ნიჭის დამსახურებით, გრიმიორთა ვირტუოზული მუშაობით და დიზაინერთა შექმნილი საუცხოო სამოსით იქმნება პერსონაჟი, როლის რეალური გმირისგან განსხვავება ზოგჯერ ძალიან რთულია. კინოვარსკვლავებმა, რომლებიც ეკრანზე ისტორიულ პიროვნებებად გარდაისახნენ, დიდწილად მსგავსების უმაღლეს საფეხურს მიაღწიეს.

ამბობობენ, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე აღაფრთოვანა მსხიობ ჰელენ მირენის გარდასახვამ, როდესაც ამ უკანსკნელმა დედოფალი განასახიერა ფილმში "დედოფალი"

შედარებისთვის გთავაზობთ ფოტოგალერეას, სადაც წარმოდგენილნი არიან ცნობილი ფილმების რეალური გმირებიც და მათი როლების შემსრულებელთა ფოტოებიც.

ფოტოგალერეა