მსოფლიო მერხთან - მოსწავლეები განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებიდან (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

მსოფლიო მერხთან - მოსწავლეები განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებიდან (ფოტოგალერეა)

როცა სწავლის ძირი მწარეც არის და ტკბილიც - სკოლები მსოფლიოში

რა პირობებში სწავლობენ ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ფოტოგალერეა)

"თუ გინდა ყველგან ისწავლი" - ეს ფრაზა ხშირად გვსმენია, თუმცა ძნელია ყველგან ისწავლო, როცა არის ქვეყნები, სადაც მოსწავლეებს განათლების მიღება ყველაზე წარმოუდგენელ პირობებში უწევთ, ზოგი კი სურვილის მიუხედავად ცოდნას მაინც ვერ იღებს.

მწარე რელობაა, თუმცა მკვეთრი განსხვავებაა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. "მესამე მსოფლიოს" ქვეყნებში არიან ადამიანები, რომლებსაც სურვილის მიუხედავად რატომღაც სწავლა ეკრძალებთა, ეს ძირითადად ქალებს ეხება, ამასთანავე ბევრ განვითარებად ქვეყანაში მოსწავლეებს უცნაურ და საშინელ პირობებში უწევთ სწავლა, ჩვეულებრივი საკლასო ოთახების ნაცვლად, მათთვის ეს ადგილი შეიძლება იყოს მდინარის ნაპირი, კორიდორი რომელიმე შენობაში, ქოხი, უდაბნო და ა.შ. ამ ადგილებში ბავშვებისთვის ზედმეტი ფუფუნების საგნებია მერხი, დაფა, ზოგან კი წიგნიც.

იხილეთ ფოტოგალერეა: როცა სწავლის ძირი მწარეც არის და ტკბილიც - სკოლები მსოფლიოში

მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ თალიბების შეიარაღებულმა პირებმა პაკისტანში სკოლის მოსწავლე მალალა იოსაფზაის ესროლეს, გასულ კვირას თინეიჯერმა აქტივისტმა მსოფლიო ლიდერებს ნიუ - იორკში შეკრებისკენ მოუწოდა, რათა დაეხმარონ მილიონობით ბავშვს შეძლონ სხვებივით სკოლაში სიარული. ოქტომბერში მსოფლიო მასწავლებელთა დღე აღინიშნება. იუნესკო განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ პაკისტანში მასწავლებლებს მოსწავლეთათვის გაკვეთილების ჩატარება დაშინებების ფონზე უწევთ. ამის მიუხედავად არის გარკვეული წინსვლა: 15 წლის წინ, მსოფლიოში 100 მილიონი ბავშვი დაწყებით განათლებას ვერ იღებდა, 2015 წელს კი მათი რაოდენობა 57 მილიონამდე შემცირდა.

მსოფლიო მასწავლებელთა დღის საპატივცემულოდ, სააგენტო "როიტერის" ფოტოგრაფებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული სკოლები გადაიღეს, თუ სად და რა პირობებში სწავლობენ ბავშვები, სასწავლო პირობები ზოგიერთ ქვეყანაში საშინელია. ზოგგან ბავშვებს წიგნებიც კი არ აქვთ და მასწავლებელს ზეპირი გადაცემით უწევს გაკვეთილის ახსნა.

იხილეთ ფოტოგალერეა: სკოლისკენ მიმავალი ყველაზე სახიფათო გზები მსოფლიოში

მოამზადა თაკო ესებუამ