კომიკოსი, რომელსაც 50 – ზე მეტი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

კომიკოსი, რომელსაც 50 – ზე მეტი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს (ფოტოგალერეა)

ცნობილი ამერიკელი კომიკოსი სექსუალურ ძალადობაში პირველად 2000 წელს დაადანაშაულეს, 2015 წლისთვის კი ის ბრალდებულია 54 ქალის ნარკოტიკებით გაბრუებასა და გაუპატიურებაში (ფოტოგალერეა)

ცნობილ ამერიკელ კომიკოსსა და სხვადასხვა სატელევიზიო შოუების ავტორს, ბილ კოსბის ნარკოტიკებით გაბრუებასა და გაუპატიურებაში ბრალი უკვე 50–ზე მეტმა ქალბატონმა დასდო. ყველაფერი კი 2000 წელს დაიწყო, როცა კომიკოსს გაუპატიურებისთვის პირველად უჩივლეს, ბოლო სარჩელი სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ, 30 სექტემბერს შევიდა, კოსბის ფიზიკურ ძალადობაში ერთდროულად სამმა ქალმა უჩივლა. საბოლოო ჯამში მომჩივანთა ქალების რაოდენობამ 54–ს მიაღწია.

სატელევიზიო შოუების, "ჯაშუშისა" და "კოსბის შოუს" ვარსკვლავს გაუპატიურებაში ბრალს 1960–80 –იან წლებში Playboy–ის ვარსკვლავები და სხვა ქალბატონები სდებენ. მსხვერპლი ქალბატონების უმეტესობა აცხადებს, რომ ბილ კოსბი მათ ნარკოტიკებით აბრუებდა, შემდეგ კი აუპატიურებდა. გთავაზობთ, რამდენიმე ქალბატონის ჩანაწერს, თუ რაში სდებენ ბრალს ამერიკელ კომიკოსს.

მსახიობი ლილი ბერნარდი "კოსბის შოუს" ბოლო სეზონში მონაწილეობისთვის ემზადებოდა, თუმცა როგორც ის ამტკიცებს, გადაღებებამდე ბილ კოსბიმ ნარკოტიკებით გააბრუა და გააუპატიურა, შემდეგ კი უყვიროდა, რომ ბერნარდი არის მკვდარი, არაფერს წარმოადგენს და რომ კოსბის მისი ნახვა აღარ სურდა.

ლინდა ბრაუნის თქმით, კოსბიმ საკუთარ ნომერში სასმელზე დაპატიჟა. ლინდამ სასმლი დალია, თუმცა ირგვლივ ყველაფერი გაშავდა. გაღვიძებისას ქალმა აღმოაჩინა, რომ კოსბისთან ერთად საწოლში შიშველი იწვა.

შაუნა ბრაუნი ამტკიცებს, რომ 1973 წელს კოსბიმ წამლებით გააბრუა და გააუპატიურა. მოგვიანებით ბრაუნმა განაცხადა, რომ კომიკოსიგან ჰყავდა გოგონა. კოსბიმ აღიარა, რომ ქალთან იყო, თუმცა უარყო, რომ გოგონა მისი შვილი იყო.

78 წლის ამერიკელი უილიამ ჰენრი "ბილ" კოსბის სამსახიობო კარიერა სან–ფრანცისკოში დაიწყო, როცა 1960 წელს მონაწილეობა მიიღო სატელევიზოო შოუში "ჯაშუში". ამის პარალლეურად ის საბავშვო სერილშიც თამაშობდა. უამრავ ფილმში მონაწილეობის გარდა, მან საკუთარი გადაცემა გააკეთა, ის იყო სატელევიზიო კომედიის "კოსბის შოუს" პროდიუსერი და მონაწილე. შოუ ეთერში 1984 წლიდან 1992 წლამდე გადიოდა.

კომიკოსი სექსუალურ ძალადობაში პირველად 2000 წელს დაადანაშაულეს, 2015 წლისთვის კი ის ბრალდებულია 54 ქალის ნარკოტიკებით გაბრუებასა და გაუპატიურებაში. როგორც ირკვევა პირველი ინციდენტი 1960 წელს მოხდა. კომიკოსი ყველა ბრალდებას უარყოფს. ამ დროისთვის კოსბის წინააღმდეგ სასამართლოში 6 სარჩელია შეტანილი. ინციდენტები 1965 წლიდან 2008 წლამდე ხორციელდებოდა აშშ–ის 10 შტატსა და კანადის ერთ პროვინციაში.

იხილეთ ფოტოგალერეა: 50-ზე მეტი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ამერიკელი კომიკოსი

ამ ბრალდებების ფონზე მსახიობი საკმაოდ დაზარალდა. უამრავმა ორგანიზაციამ კომიკოსთან კონტრაქტი გაწყვიტა, ხოლო ადრე მინიჭებული ტიტულები გაუუქმდა. 2014 წელს "კრეატიული ხელოვანების სააგენტომ" კორბისთან, როგორც კლინტთან, კონტრაქტი გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი კომიკოსი ჰოლივუდის აგენტის გარეშე დარჩა. ჰოლივუდის დიდების ხეივანში მსახიობის ვარსკვლავზე წარწერა "მოძალადეც" გაჩნდა.

რაც შეეხება ქალების გაუპატიურებაში ბრალდებულ ბილ კოსბის პირად ცხოვრებას, 1964 წელს კომიკოსი კამილ ჰენკსზე დაქორწინდა, რომელთანაც 5 შვილი ჰყავს, მისი ერთადერთი ვაჟი კი, 1997 წელს ლოს–ანჯელესში მოკლეს, კომიკოსს 3 შვილიშვილი ჰყავს.

გაუპატიურების ყველა სავარაუდო შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კოსბის ცოლი უკვე ჰყავდა, თუმცა კამილ ჰენკს მეუღლის სიმართლეში ეჭვი არ ეპარება. მისი თქმით, კოსბის უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა