"Follow me" - დაღესტნელი ბიჭის ფოტოპროექტი და საქართველო (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

"Follow me" - დაღესტნელი ბიჭის ფოტოპროექტი და საქართველო (ფოტოგალერეა)

მსოფლიოში ცნობილი ფოტოპროექტი, რომელიც "Follow me"- ს სახელით არის ცნობილი, მოიცავს მსოფლიოს უამრავ კუთხეს.

სხვადასხვა ქვეყნის ღირშესანიშნაობები მურად ოსმანმა თავის მეუღლესთან ნატალია (ზახაროვა)ოსმანთან ერთად ერთ კადრში მოაქცია. წარმოშობით დაღესტნელმა ბიჭმა, რომელიც საყვარელ გოგონას ლონდონში შეხვდა, გადაწყვიტა ემოგზაურა მსოფლიოს გარშემო. "თავდაპირველად ფოტოებს ჩვენთვის ვიღებდით, ხოლო შემდეგ ჩვენი გადაღების სტილი პოპულარული გახდა, ასე შეიქმნა ეს პროექტიც" - ამბობს ფოტოგრაფი.

მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობისას წყვილი საქართველოსაც ესტუმრა, მათ საზოგადოებას გაუზიარეს ანანურში და ძველი თბილისში გადაღებული ფოტოები. იხილეთ ფოტოგალერეა