„მე და დედას სიტყვები არ გვყოფნის იმის გამოსათქმელად, რამხელა იმედს გვაძლევ", - Facebook - ის "მამა" მამა გახდა (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

„მე და დედას სიტყვები არ გვყოფნის იმის გამოსათქმელად, რამხელა იმედს გვაძლევ", - Facebook - ის "მამა" მამა გახდა (ფოტოგალერეა)

"შენ უკვე მოგვეცი მიზეზი, მსოფლიოზე დასაფიქრებლად, რომელშიც შენ უნდა იცხოვრო"

"ფეისბუკის" დამფუძნებელმა მარკ ცუკენბერგმა, ნანატრი შვილის დაბადებასთან დაკავშირებით გადაწყვიტა, რომ Facebook-ის წილების 99 %, რაც დაახლოებით 45 მილიარდი დოლარია, ქველმოქმედებაში ჩადოს. ახალბედა მშობლების მიზანია დაეხმარონ სამყაროს, რათა ის მომავალში უკეთესი გახდეს. ამის შესახებ სოციალური ქსელის შემქმნელმა ახალშობილისთვის მიძღვნილ წერილში ისაუბრა.

„საყვარელო მაქს!

მე და დედას სიტყვები არ გვყოფნის იმის გამოსათქმელად უკეთესი მომავლის რამხელა იმედს გვაძლევ. შენ უკვე მოგვეცი მიზეზი, მსოფლიოზე დასაფიქრებლად, რომელშიც შენ უნდა იცხოვრო... როგორც ყველა მშობელს, ჩვენც გვსურს შენ იმაზე უკეთეს სამყაროში იცხოვრო, ვიდრე ის დღეს არის..."

სწორედ ამ ჩანაფიქრის შესასრულებლად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი აქციების 99% ქველმოქმედებას მოახმარს, თუმცა ჯერ უცნობია, ზუსტად რას მოხმარდება გამოყოფილი თანხა. "მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ ორიენტაციას მოვახდენთ არის ბავშვთა ინდივიდუალური აღზრდა, დაავადებათა განკურნება, ხალხის გაერთიანება და ამავე მნიშვნელოვანია, საქველმოქმედო ფონდების შექმნა.“

მარკი და პრისცილა 12 წლის წინ, ჰარვარდის უნივერსიტეტში შეხვდნენ ერთმანეთს. რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ, საბოლოოდ, 2012 წლის 19 მაისს შეუღლდნენ. იმ დღეს წყვილმა მეგობრები და ოჯახის წევრები წვეულებაზე მიიწვია, თითქოს ისინი აღნიშნავდნენ პრისცილასთვის მედიცინის სფეროში დოქტორის ხარისხის მინიჭებას, თუმცა სტუმრები ახალგაზრდების ქორწილში აღმოჩდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ