ტექნოლოგები, ფინანსისტები, მეტალურგები... - ყველაზე უჩვეულო მილიარდერები - კვირის პალიტრა

ტექნოლოგები, ფინანსისტები, მეტალურგები... - ყველაზე უჩვეულო მილიარდერები

„ფორბსის“ მილიარდერთა სიის ყოველი ახალი პუბლიკაციის შემდეგ იწყება იმის დათვლა, რამდენი მილიარდერია თითოეულ ქვეყანასა თუ დედაქალაქში, რამდენი მამაკაცი და ქალია, რამდენი უცოლო და რა არის მათი შემოსავალის წყარო.

გაირკვა, რომ უმდიდრესი ადამიანების ბოლო რეიტინგში, ყველაზე მეტი მილიარდერი (139, საერთო სიმდიდრე - $526 მილიარდი) დაკავებულია საინვესტიციო ბიზნესით, მეორე ადგილზე (129, $628 მილიარდი) არიან ადამიანები, ვინც მოდის ბიზნესში და ვაჭრობით იშოვეს ფული, მესამე ადგილზე კი (91, $398 მილიარდი) ენერგეტიკოსები არიან.

მილიარდერთა რეიტინგში ასევე არიან რიელტორები, ტექნოლოგები, ფინანსისტები, მეტალურგები. თუმცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის არიან ისეთებიც, რომელთა გამოცდილება სხვას არავის გაუმეორებია: მათი იმპერიები იშვიათ დარგში შეიქმნა, საბანკო ანგარიშები კი უჩვეულო საქმიანობის წყალობით შეივსო. მათ შორის არიან არომატების მბრძანებელი ჰონკონგიდან, ლიფტებისა და ექსკალატორების მმართველი ფინეთიდან, ფანჯრების ჟალუზების ჰოლანდიელი იმპერატორი, კვერცხების უკრაინელი მეფე და ნარკობარონიც კი.

ტკბილი ცემენტი

აფრიკის ყველაზე მდიდარი ადამიანი ნიგერიელი შაქრის მეფე ალიკო დანგოტე გახლავთ (#51 „ფორბსის“ რეიტინგში, $13,8 მილიარდი). გარდა ამისა, დანგოტე არის მეწარმე, რომლის შემოსავალი ყველაზე სწრაფად გაიზარდა - 2010 წელს 557%-ით. ზრდის კატალიზატორი ბირჟაზე დანგოტეს ცემენტის კომპანიის გამოსვლა გახდა, რომლის კაპიტალიზაციამ მთელი ნიგერიული საფონდო ბაზრის მეოთხედი შეადგინა.

1977 წელს შექმნილი პატარა სავაჭრო ფირმა დროთა განმავლობაში უზარმაზარ კონგლომერატად იქცა. თავდაპირველად ფირმა შაქარს გამაგრილებელი სასმელების, ლუდისა და ტკბილეულობის მწარმოებლებს ამარაგებდა შაქრით, შემდეგ კი მისი გავლენა ცემენტის ბიზნესში არა მხოლოდ სამშობლოში, განასა და ბებინშიც გავრცელდა. შენდება ახალი საწარმოები ზამბიაში, ტანზანიაში, კონგოსა და ეთიოპიაში, განმტვირთავი ტერმინალები კი სიერა-ლეონესა და ლიბერიაში.

დანგოტეს წარმატებას მმართველი სახალხო დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერას მიაწერენ: 2003 წელს ყოფილი პრეზიდენტის ობასანჯოს გადარჩევის კამპანიას დანგოტემ $200 მილიონზე მეტი დაახარჯა, ასევე მხარი დაუჭირა ქვეყნის შემდეგ მმართველს უმარუ უსა იარ-ადუას. დღესდღეობით კომპანია Dangote Group დომინირებს ნიგერიული მარილის, ბრინჯისა და ტექსტილის ბაზარზე, ასევე ითვისებს ახალ მიმართულებებს - სატრანსპორტო და ნავთობისა და გაზის. ბოლო დაბადების დღეზე დანგოტემ საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა - 45 მილიონიანი ახალთახალი თვითმფრინავი Bombardier. ბრიტანული Daily Mirror ირწმუნებოდა, რომ დანგოტე გუნდი Arsenal-ის 16%-ის ყიდვას აპირებს, თუმცა ეს ჭორი მილიარდერმა უარყო.

გაგრძელება