როგორ შეიძლება იქცეს ჯაგრისი პურის ყანად, მაკრატელი - შეყვარებულ წყვილად - თქვენ ამას ვერც კი წარმოიდგენდით - კვირის პალიტრა

როგორ შეიძლება იქცეს ჯაგრისი პურის ყანად, მაკრატელი - შეყვარებულ წყვილად - თქვენ ამას ვერც კი წარმოიდგენდით

პროფესიით ილუსტრატორსა და მოქანდაკე, ფრანგ ჟილბერტ ლეგრანს, ბავშვობაშივე "პატარა გამომგონებელს" ეძახდნენ. იგი ყველაფერში რაღაც საინტერესოს ხედავდა, იქნებოდა ეს ღრუბლები, ხეები თუ კიდევ სხვა რამ. 13 წლის წინ კი იგი ტულუზაში, საკუთარი ესკიზებით, ერთ-ერთ გამომცემლობას ეწვია. (ფოტოგალერეა)

შემდეგ ლეგრანმა სამ განზომილებაში დაიწყო მუშაობა. მის ხელში უბრალო ჯაგრისი პურის ყანად იქცევა, მაკრატელი შეყვარებულ წყვილად და ასე შემდეგ. ამ ადამიანის ფანტაზია უსასრულოა.

ის ხშირად აწყობს გამოფენებს. მისი წარმოსახვითი ქანდაკებები არავის ტოვებს გულგრილს. თუ საფრანგეთში, კერძოდ ტულუზაში მოხვდებით, გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს სანახაობა. მანამდე კი, ჩვენს გვერზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ მისი ნამუშევრები.

(იხილეთ ფოტოგალერეა)

მოამზადა ეკა სალაღაიამ