"მსოფლიო ფულზე და სექსზე დგას. მე კი სიყვარულს და ზრუნვას ვეძებ" - ჯია კარანჯის 26 წლის ასაკში დასრულებული სიცოცხლე - კვირის პალიტრა

"მსოფლიო ფულზე და სექსზე დგას. მე კი სიყვარულს და ზრუნვას ვეძებ" - ჯია კარანჯის 26 წლის ასაკში დასრულებული სიცოცხლე

ჯია მარი კარანჯი - პირველი შავგვრემანი სუპერმოდელი  წარმატებული კარიერითა და წარუმატებელი პირადი ცხოვრებით. მას მსოფლიოს წამყანი ფოტოგრაფები იღებდნენ, იწვევდნენ ყველაზე ცნობილი მოდის სახლები, სხვადასხვა დროს მისმა ფოტოებმა დაამშვენა  "კოსმოპოლიტენის", "ელისა" თუ "ვოგის" პირველი გვერდები. მისი ხანმოკლე სიცოცხლე სავსე იყო თავბრუსდამხვევი წარმატებით,  სკანდალებით, უამარავი სულიერი და ფიზიკური ტკივილით...

კარიერის საუკეთესო პერიოდში ჯია იმ დროისთვის ასტრონომიული ოდენობის ჰონორარს გამოიმუშავებდა, დღეში სულ ცოტა 10 000 დოლარს იღებდა, თუმცა ის არის ერთ-ერთი პირველი ცნობილი ამერიკელი ქალი, რომლის გარდაცვალების მიზეზად ღიად დასახელდა შიდსი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ბავშვობა

1960 წლის 29 იანვარს, ფილადელფიაში, კარანჯების ოჯახში გაჩნდა გოგონა - ჯია მარი კარანჯი. ის ბუნებით ცოცხალი და ანცი ბავშვი იყო, მაგრამ მისი ბედნიერი ბავშვობა მაშინ დასრულდა, როცა დედამ ქმარი და შვილები მიატოვა და ახალი ოჯახი შექმა. მაშინ ჯია მხოლოდ 11 წლის იყო და ყველაზე მეტად სჭირდებოდა დედის სითბო და სიყვარული. გოგონას მამა სასადილოების ქსელის მფლობელი იყო, მანაც მალევე იპოვა სხვა სიყვარული და ახალი ოჯახი შექმნა... შედეგად  ჯია თითქოს ორივე მშობელთან  ურთიერთობდა, თუმცა აღარსად იყო ოჯახური სიმშვიდე, გოგონა მარტოსულად გრძობდა თავს, ამბობდა რომ უბედური იყო...  ამ პერიოდში ჯია ხვდება შემდეგში უკვე მის საუკეთესო მეგობარს, კარენ კარაზას. ჯია იზრდებოდა და წლებთან ერთად მისი სილამაზე სულ უფრო და უფრო სრულყოფილი ხდებოდა.  17 წლის ჯია უმშვენიერესი  გოგონა იყო...  ამიტომაც დედამ ჯიას მოდელობა დააძალა. ქალი დარწმუნებული იყო, რომ სამოდელო ბიზნესში გოგონას წარმატებას მიაღწევდა...

კარიერა

ჯია 17 წლის ასაკში ღამის კლუბში ცეკვისას შეამჩნიეს. 1978 წლის დასაწყისში, 18 წლის გოგონამ ნივთები ჩაალაგა და ფილადელფიიდან ნიუ-იორკში გადავიდა. სამოდელო სააგენტოს დირექტორთან, უილჰელმინა კუპერთან შეხვედრაზე ჯია დედასთან და მეგობართან ერთად მივიდა. პირველივე წუთებიდან კუპერი მიხვდა, რომ ის არ იყო უბრალო მოდელი, რომლებიც მოდიან და მიდიან, არამედ ის იყო გოგონა, რომელიც მთელ მსოფლიოს დაიპყრობდა. თავდაპირველად ჯია უმნიშვნელო საქმეს აკეთებდა, მოგვიანებით ის შეხვდა არტურ ელგორს, რომელმაც ჯია "BloomingDaily"-სთვის გადაიღო. არტურმა ჯიას ჟურნალების - "ვოგისა" და "კოსმპოლიტენის" წარმომადგენლები გააცნო და ეს გახდა მოდელის წარმატებული კარიერის დასაწყისი.

რას იყო ჯიას წარმატების საიდუმლო? - ის იყო პირველი ბუნებრივად ლამაზი შავგრემანი ქალი ქერა ბარბებს შორის. ამასთანავე,  მას საოცრად გამომსახველი სახე ჰქონდა.

"ერთ მომენტში ის ძალიან ჯიუტია - ამბობდა მისი სააგენტოს დირექტორი, - მეორე წუთს შეუძლია გახდეს სრულიად უმწეო".

ფოტოგრაფებს მოსწონდათ ჯიას ქუჩის სტილი - ჯინსები და კვლავ ჯინსები. "ის ულამაზესია, საოცრად ძლიერი და ამავდროულად დაუცველი", - ამბობდა ფოტოგრაფი ანდრეა ბლანჩი.

ყველა შემოთავაზებულ წინადადებას ჯია თავადე განიხილავდა და თავად წყვეტდა რაზე დათანხმებოდა და რაზე - არა. მას შეეძლო შემოთავაზებაზე მხოლოდ იმიტომ ეთქვა უარი, რომ ხასიათზე არ იყო. მხოლოდ ერთ თვეში მან რამდენიმე შემოთავაზება უარყო მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ვარცხნილობა არ მოეწონა. 1978 წლის ბოლოს, ის უკვე რამდენიმე ჟურნალში გამოჩნდა.

ჯია კარანჯი ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი კლუბების მუდმივი სტუმარი იყო. სწორედ იქ გაასინჯეს პირველად კოკაინი, რომელიც 1970-იან წლებში ყველაზე პოპულარული ნარკოტიკი იყო...  "საწამლავს" თავიდან მხოლოდ განტვირთვის მიზნით იღებდა, მერე კი...

1980 წლის იანვარში ჯიას პირად აგენტს, 40 წლის უილჰელმინა კუპერს ექიმებმა ფილტვის კიბო დაუდგინეს, ამ ამბის გამო ჯია სასოწარკვეთას მიეცა და მის "მენიუში" უკვე ჰეროინიც გაჩნდა...  ერთი თვის შემდეგ, გოგონა "ვოგის" წარმომადგენლებთან ერთად კარიბის ზღვაზე გადაღებაზე გაემგზავრა. სწორედ "ვოგის" იმჟამინდელმა რედაქტორმა შონ ვირნესმა განაცხადა საჯაროდ პირველად, რომ ჯია ნარკოტიკებს მოიხმარდა. ნიუ-იორკში დაბრუნებიდან ერთი თვის შემდეგ ჯიას აგენტი კუპერი გარდაიცვალა. დაკრძალვზე სხვადასხვა სამოდელო სააგენტოს აგენტები ჯიასთან ახალი შეთავაზებებით მიდიოდნენ, თუმცა ის უკვე აღარ იყო მოწესრიგებული მოდელი

გადაღებაზე ხან იგვიანებდა, ხან საერთოდ არ მიდიოდა, ხანაც პირდაპირ გადასაღები მოედნიდან ქრებოდა...

ჯია კარანჯის ჩანაწერებიდან:

"როგორც ჩანს, მსოფლიო ფულზე და სექსზე დგას. მე კი ბედნიერებას, სიყვარულს და ზრუნვას ვეძებ"...

"იცით, მე ღმერთის მადლობელი ვარ იმისათვის, რომ ლამაზი ვარ, თუ სარკეში ვიყურები და ჩემი თავი მომწონს, ე.ი. კარგად გამოვიყურები".

ბრწყინვალე კარიერისგან განსხვავებით, სუპერმოდელმა პირადი ცხოვრება ვერაფრით ააწყო. ბავშვობაში დედისგან მიტოვებული ჯია მუდმივად ზრუნვისა და სიყვარულის დეფიციტს განიცდიდა, ამას ეძებდა ყველგან და ყველაში, თუმცა ამავდროულად ცხოვრებაში საკმაოდ ცოტა ადამიანს უშვებდა... სულ რამდენიმე მეგობარი ჰყავდა, დროის უმეტეს ნაწილს მარტოობაში ატარებდა, კითხულობდა ან დღიურებს წერდა, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით მასზე ფილმი გადაიღეს, სადაც ჯიას როლი ანჯელინა ჯოლიმ შეასრულა. მიუხედავად მისი საოცარი შემოსავალისა, ის მაინც მარტო იყო...

ამბობდნენ, რომ ჯია განსხვავებული ორიენტაციის იყო და ამას არც მალავდა. 1980 წელს მოდის სამაყაროდან მოულოდნელად გაქრა, სწორედ ამ პერიოდში შეებრძოლა ნარკოტიკებს, კლინიკაშიც იმკურნალა, თუმცა უშედეგოდ... ნარკოტკზე დამოკიდებულების დაძლევა ვერ შეძლო... ორი წლის შემდეგ, მას ჰქონდა სამოდელო ბიზნესში დაბრუნების მცდელობა, გამოიცვალა ორი სააგენტო, 1983 წელს კი ისევ გაქრა, ახლა უკვე სამუდამოდ.

სიცოცხლის ბოლო პერიოდი

"ის წლები ჯოჯოხეთი იყო" - იხსენებს ჯიას დედა, - ჩემს ყოფილ ქმარს ვუთხარი, რომ ნებისმიერი სიახლისთვის მზად უნდა ყოფილიყო, რადგან ჯია ყველაფერზე წამსვლელი იყო... ასეთ სიტუაციაში ადამიანები ნარკოტიკების გამო ყველაფერს აკეთებენ. მესმოდა, რომ ნებისმიერ დღეს შეიძლება მიმეღო წერილი, სადაც ეწერებოდა, რომ ის გარდაიცვალა".

გოგონა იკვე მეორედ მოათავსეს სამკურნალო ცენტრში. 6-თვიანი მკურნალობის შემდეგ ჯიამ სამკურნალო ცენტრი დატოვა და ფილადელფიაში დაბრუნდა, სადაც მოლარედ დაიწყო მუშაობა, დადიოდა კოლეჯში, ასევე გაუჩნდა ინტერესი ფოტოგრაფიისა და კინოს მიმართ. ამბობდა, რომ ახალ ცხოვრება იწყებდა, თუმცა ნარკოტიკებმა ისევ დაამარცხეს...

1986 წელს პნევმონიის სიპტომებით ის საავამდყოფოში აღმოჩნდა. ამის შემდეგ ჯია კარანჯიმ მხოლოდ 6 თვე იცოცხლა. სასიკვდილო დიაგნოზი კი იყო შიდსის ვირუსი. საავადმყოფოში მყოფ ჯიასთან მხოლოდ დედა იყო, ქალი შვილთან არავის უშვებდა, რადგან არ უნდოდა სხვებს გაეგოთ ჯიას დაავადების შესახებ. ბოლოს კი, ხმამაღლა ალაპარაკდა... ჯია, ფაქტობრივად, პირველი ცნობილი ადამიანი იყო, ვინც ამ დიაგნოზით დაიღუპა, იმჟამად აივ-ინფექციის მატარებელი ადამიანი საზოგადოების მიერ კეთროვანად ცხადდებოდა. ჯიას სიცოცხლის ბოლო დღეებში სურდა ვიდეომიმართვა გაევრცელებინა და ახალგზრდებისთვის მოეყოლა რა მდგომარეობამდე მიიყვნა ის ნარკოტიკებმა, როგორდ დაღუპა, თუმცა მას ამის უფლება არ მისცეს...

1986 წლის 18 ნოემბერს, ჯია მარი კარანჯი გარდაიცვალა, ის მხოლოდ 26 წლის იყო...

იხილეთ ფოტოგალერეა

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)