ცნობილი ქართველი მრავალშვილიანი მამები (ფოტოგალერეა)
ცნობილი ქართველი მრავალშვილიანი მამები (ფოტოგალერეა)
14-03-2016
"ბოლო 2-3 წელია მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბავშვების დაძინებამდე სახლში ვიყო და გამომდის კიდეც"

"ჩემი მშობლებით ამაყი ვარ და მინდა, ჩემი შვილებიც ამაყობდნენ და არ შერცხვეთ ჩემი ნამოქმედარის"


წარმატებული ადამიანები ინტერვიუებში წარმატების საიდუმლოდ მუდამ ოჯახს ასახელებენ, სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ცნობილ ქართველ მრავალშვილიან მამებზე მოგიყვებით:

(ფოტოგალერეა)

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი მრავალშვილიანი მამა გახლავთ. მას 4 შვილი ჰყავს - უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე. უტა ივანიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს, ის გვანცას და ცოტნეს მსგავსად ხშირად არასდროს ჩნდება საზოგადოებაში, რასაც ვერ ვიტყვით ბერა ივანიშვილზე. ბერა მღერის და პროდიუსერიცაა. მუსიკით არის გატაცებული გვანცა ივანიშვილიც.

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილს ოთხი შვილი - ორი გოგონა და ორი ვაჟი ჰყავს ჰყავს: ნინო, ანა, გიორგი და ნიკოლოზი. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში პრემიერმა გაამხილა, ხასიათთ მას ყველაზე მეტად უმცროსი ვაჟი ჰგავს: „ხასიათით უმცროსი ვაჟი, ნიკა მგავს, ყველაფრის სკრუპულოზურად გაკეთება უყვარს და გაბრაზებაც ჩემსავით ორ წუთში გადაუვლის ხოლმე“.

ლევან ვასაძე

ლევან ვასაძის პირადი ცხოვრების შესახებ საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. ის ოჯახთან ერთად იშვიათად ჩნდება. ცნობილ ბიზნესმენს, რომელმაც თავი სკანდალური შეფასებებით გაითქვა, 7 შვილი ჰყავს - 4 ვაჟი და 3 გოგონა. თუ მისი მეუღლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, ლევან ვასაძე შვილებს ტრადიციების დაცვით ზრდის და მამის მსგავსად ისინიც ეროვნული სამოსით იმოსებიან .

ზვიად ძიძიგური

პარლამენტარი ზვიად ძიძიგური ხუთი შვილის მამაა. ჰყავს 4 ბიჭი და ერთი გოგონა. ბავშვების აღზრდაში ძიძიგური ნაკლებად იღებს მონაწილეობას, პატარებს მისი მეუღლე და და ზრდიან. პოლიტიკოსის თქმით: "სკოლაში თავად მიყავს პატარები. უფროს ვაჟს სახელი - გიორგი მეუფე იობმა  შეურჩია. დემნა კი - დემნა უფლისწულის პატივსაცემად დავარქვი. დანარჩენ შვილებს სახელი დედამ შეურჩია". ერთ-ერთ გადაცემაში ზვიად ძიძიგურმა გაიხსენა, რომ დაქორწინების შემდეგ წყვილს შვილი არ უჩნდებოდა, ამიტომ ბოდბეში ილოცეს და ერთ წელიწადში პატარა გიორგი შეეძინათ.

კობა დავითაშვილი

პარლამენტარი კობა დავითაშვილი მრავალშვილიანი მამაა. მას 5 ბიჭი ჰყავს, რომლებსაც წმინდანების სახელები ჰქვიათ. კობა დავითაშვილის ერთ-ერთი ვაჟის ნათლია მიხეილ სააკაშვილია.

მამუკა ხაზარაძე

ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს 5 შვილი ჰყავს. ანი ლონდონში  სარეჟისოროზე სწავლობს, ნიკა - შოტლანდიაში ბიზნეს-ფაკულტეტზე, ელენე ამერიკული აკადემიის სტუდენტია, სოფო, რომელიც მამიდის სეხნიაა კი მუსიკალურ ათწლედში სწავლობს. იოანე კი ჯერ მხოლოდ 6 წლიასაა. ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძე შვილებს საკმაოდ მკაცრად ზრდის, თუმცა მათ პირად არჩევანში არასოდეს ერევა. როგორც ამბობენ, ის თბილისიდან ხშირად უგზავნიდა შვილებს წიგნებს საზღვარგარეთ და ამის გამო გაუჩნდა ონლაინბიბლიოთეკის შექმნის იდეაც. ამ რამდენიმე წლის წინ კი ერთი მეტად საინტერესო ამბავი გავრცელდა თბილისში, რაც საქართველოსთვის დიდი იშვიათობაა. იშვიათობაა, იმიტომ, რომ გაჭირვებული ოჯახის შვილები არ თანხმდებიან ყველანაირ სამსახურს. არადა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ქალიშვილი ანა, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ბარში "Down Town" მიმტანად მუშაობდა. წყაროს ცნობით, ანა ხაზარაძემ მანქანა დაამტვრია და მისი შესაკეთებელი ფულის შეგროვება საკუთარი შრომით გადაწყვიტა, აი, ამიტომაც დაიწყო მიმტანად მუშაობა.

You must have Flash Player installed in order to see this player.
ლაშა პაპაშვილი


საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენს 6 შვილი ჰყავს. ის თურმე აქტიურად ერევა საკუთარი შვილების სწავლა-განათლებაში და ცდილობს წიგნები შეაყვაროს. "ბოლო 2-3 წელია მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბავშვების დაძინებამდე სახლში ვიყო და გამომდის კიდეც. ვცდილობ შაბათ-კვირა უპირატესად მათთან გავატარო. რაც წამოიზარდნენ, უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ. აქტიურად ვერევი მათ სწავლა-განათლებაში. მინდა, ბევრი იკითხონ, ეს წარმატებაში დაეხმარებათ", - ამბობს ლაშა პაპაშვილი.

მისი თქმით, ის ყოველთვის ცდილობს დრო გამონახოს და შვილებს თვითონ წაუკითხოს წიგნები.

დიმიტრი ლორთქიპანიძე

პოლიტიკოს დიმიტრი ლორთქიფანიძეს 8 შილი ჰყავს. როგორც თვითონ ამბობს, უმცროსი ვაჟის დაბადებას თურმე ცოტა მოუმზადებლად შეხვდა: „რამდენიმე დღე მივლინებით საზღვარგარეთ მომიწია ყოფნა, იქიდან ანდრიას პატარა ფეხსაცმელი ჩამოვუტანე. ერთი სიტყვით, სანამ დაიბადებოდა, წინასწარ გამოვაწყვეთ. როგორც მოგეხსენებათ, ახლა ბავშვებს საფენებით აღარ კოჭავენ, თავისუფლად აცმევენ, მე კი ეს მომზადებული ნივთები თავის კალათიანად სახლში დამრჩა. ანდრია სამშობიაროდან ისე გამოვიყვანეთ, როგორც იქიდან არავინ გამოჰყავთ. ხალხი გაკვირვებული იყო, ასეთი მოუმზადებელი რომ ვჩანდით. ყველა ცდილობს, ბავშვი სამშობიაროდან პომპეზურად გამოიყვანოს, ამასაც თავისი რიტუალური დატვირთვა აქვს, ამ შემთხვევაში ანდრია ჩაუცმელი იყო, უბრალოდ სახვევში გადახვეული.“

„როცა ბევრი შვილი გყავს, ცხოვრების ტვირთიც პროპორციულად მძიმდება. უფროსი შვილები გვეხმარებიან უმცროსების აღზრდაშიც და გაზრდაშიც, ფიზიკურ თუ სულიერ შრომაში, განათლების მიღების პროცესშიც და ა.შ. მოკლედ, ამის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. რვა შვილიდან სამი სტუდენტია, ერთი აბიტურიენტია, დანარჩენები სკოლის მოწაფეები არიან. ქართველების გადარჩენის ფორმულა მრავალშვილიანობაა.“- განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში პოლიტიკოსმა

ტარიელ ხეჩიკაშვილი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს 7 შვილი ჰყავს - თამარი რუსუდანი, დავითი, გიორგი, ცოტნე, იოანე მარიამი.

„დედა, ძმა, შვილები და მეუღლე ეკატერინე ინასარიძე ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა და მათ ყველაზე მეტად ვუფრთხილდები.
მეუღლე ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ეკლესიაში გავიცანი, სადაც გალობდა. მაშინ, ფაქტობრივად, სულ უცხოეთში ვიყავი, მაგრამ სამშობლოში დავბრუნდი და დავოჯახდით. 3 ქალიშვილი და 4 ვაჟი გვყავს: თამარი, რუსუდანი, დავითი... გიორგი, ცოტნე, იოანე და პატარა მარიამი... (იცინის) ხომ ხედავთ, შვილების სახელებს პაუზებით ვამბობ.
ჩემი მშობლებით ამაყი ვარ და მინდა, ჩემი შვილებიც ამაყობდნენ და არ შერცხვეთ ჩემი ნამოქმედარის... მიხარია, რომ შვილების მესაიდუმლე ვარ. ყველაფერს მაინც რწმენა და სიყვარული ალაგებს“.

ზურა მანჯავიძე

მომღერალ ზურა მანჯავიძეს 3 ვაჟი და ერთი ქალიშვილი ყავს. „მამა 20 წლის ასაკში გავხდი. სტუდენტობის გავლა და ოჯახის შექმნა იმ პერიოდში მომიწია, როდესაც ქუჩებში ტყვიების ზუზუნის ხმა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ირგვლივ კი უმუშევრობა სუფევდა. მეც მრავალშვილიან ოჯახში ვიზრდებოდი. დედ-მამა და 7 და-ძმა ოროთახიან „ხრუშჩოვკის“ ბინაში ვცხოვრობდით. უცხოებს მე და ჩემი უფროსი ბიჭი ხშირად ძმები ვგონივართ ხოლმე. ტყუპი სანდრო და ლუკა ძალიან აქტიური ბავშვები არიან. მახსოვს, მათი დაბადებიდან პირველი ერთი წელი დასაძინებლად არც კი დავწოლილვართ, დაძინებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ერთდროულად იღვიძებდნენ და ტიროდნენ, იყო ერთი ამბავი“, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა.

ირაკლი ოქრუაშვილი

ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს 4 შვილი ჰყავს - მია, ანდრია, ანა და ნინა. ანდრია პოლიტიკოსის პოლიტდევნილობის პერიოდში საფრანგეთში დაიბადა, ანა და ნინა ტყუპია. ამბობენ, რომ ის ძალიან ყურადღებიანი მამაა და შვილების აღზრდაში აქტიურად არის ჩართული.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
4 შვილიანი
23 ივლისი 2016 14:22
4 ანგელოზი მყავს.მიჭირს ,მძიმე ტვირთია,მაგრამ ერთად როცა ვხედავ, ამაყი ვარ.სულ ვშრომობთ მე და ჩემი ქმარი.საკუთარი თავისთვის არც დრო,არც ფული და ნერვები გვრჩება,მაგრამ მგარია.დღეს შრომა ეზარებათ გოგოებს და თავისშეწუხება არ უნდათ,მოაკლდებათ ბევრი რამ და ეგაა.ნეტა განახათ ერთმანეთზე როგორ ზრუნავენ
nia
21 მარტი 2016 00:16
მანუჩარ კვირკველიას 5შვილი ყავს.
სხვა სიახლეები
"ჩვენში ქალები ზოგჯერ ისე ჰგვანან ერთმანეთს, რომ შეგიძლია გამოიცნო - ცხვირის ოპერაცია რომელმა ექიმმა გაუკეთა და ტუჩის - რომელმა..."
დაწვრილებით...
"ზურასავით არავინ იცოდა მეგობრობის ფასი! მისი განსაკუთრებული იუმორის წყალობა იყო, რომ რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვყოფილიყავი, კარგად ვხდებოდი"
დაწვრილებით...
ნიკ იარისმა აშშ-ში სიკვდილმისჯილთა საპყრობილეში 22 წელი გაატარა.
დაწვრილებით...
"ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია", - ეს გამონათქვამი შესანიშნავად აღწერს მოდური ტენდენციების ციკლს. სტილი, რომელიც ოდესღაც თანამედროვედ და გაბედულად მიიჩნეოდა, დროსთან ერთად ძველდება, მაგრამ ათეულობით წლის შემდეგ ისევ ხდება მისი აღდგენა და გაცოცხლება.
დაწვრილებით...
მე გასული საუკუნის 90-იანი წლების ბავშვი ვარ, იმ ეპოქის, როდესაც ქვეყანაში თითქმის ყველას ერთნაირად გვციოდა, გვშიოდა, გვიხაროდა თუ გვწყინდა...
დაწვრილებით...
21-ე საუკუნეში, სადაც საზოგადოების ყოველი წევრი ცდილობს წარმატების მიღწევას, ქალბატონები პროფესიიის მიღებას და კარიერულ წინსვლასთან ერთად,ოჯახის მოვლას და შვილების გაზრდასაც ახერხებენ.
დაწვრილებით...
"დაარწმუნეთ თავი, რომ შეგიძლიათ იყოთ მებრძოლი. თუ რამე არ გამოდის, შეუძახეთ თავს - მერე რა, კიდევ ვცდი და არ გავჩრედები"!
დაწვრილებით...
ყველა ადამიანი უნიკალურია თავისი­ გარეგნული მახასიათებლებით, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ყოველგვარი ნათესაური კავშირის გარეშე ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
დაწვრილებით...
"იმ საღამოზე მაგრად გაერთო, როკ-ენ-როლი ისე იცეკვა, შპაგატშიც კი ჩაჯდა. ვიღაც ქალი აიყვანა, ატრიალა, აბზრიალა. მხიარული, გულღია, უშუალო ტიპი იყო, სულ იცინოდა, ხუმრობდა, ანეკდოტებს საკუთარ თავზეც ჰყვებოდა და სტუმრებიც ისევე მხიარულობდნენ და კარგად ერთობოდნენ, როგორც მასპინძელი"
დაწვრილებით...
ქირავდება კომერციული ფართები 55კვ.მ-დან ყაზბეგის
კუთხის მზიანი ბინა
3 ოთახიანი ბინა 100კვ.მ. დღიურად,
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები