"დღემდე ისე გვიყვარს ერთმანეთი, როგორიც წლების წინ" - ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების ცოლები?! (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

"დღემდე ისე გვიყვარს ერთმანეთი, როგორიც წლების წინ" - ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების ცოლები?! (ფოტოგალერეა)

"სულ მგონია, რომ ირაკლი უფრო რომანტიკულია, ვიდრე მე"

„13 წელი მქონდა მისჯილი, ამ დროს ტაძარს ვაშენებდით ავჭალაში და მე და ეკამ გადავწყვიტეთ, რომ იმ ტაძრში დაგვეწერა ჯვარი"

(ფოტოგალერეა)

მაკა ჩიჩუა - პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეუღლე

მხატვარი, ვიზაჟისტი მსახიობი და მუსიკოსი მაკა ჩიჩუა დღეს საქართველოს პირველი ლედია. ის მუდამ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზით მომხიბვლელობითა და დახვეწილი ჩაცმულობით. გიორგი მარგველაშვილი საყვარელ ქალბატონთან ერთად დუშეთში ცხოვრობს. მაკას 2 შვილი ჰყავს - მაშო ჩიჩუა პირველი ქორწინებიდან და პატარა თემო მარგველაშვილი, რომელიც ქართველ საზოგადოებაში დიდი სიყვარულით სარგებლობს.

მაკა ცინაძე - პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეუღლე

გიორგი კვირიკაშვილის მეუღლე პროფესიით ექიმი გახლავთ. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს - ანა, ნინო, გიორგი და ნიკოლოზი.

"მე და გიორგიმ ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტში გავიცანით. ჯგუფელები ვიყავით. 1990 წელს ინსტიტუტს ვამთავრებდით, როდესაც დავქორწინდით". - იხსენებს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მაკა ცინაძე, რომელსაც არასდროს უმუშავია და მთელი დროს შვილების აღზრადას ახმარს.

ეკატერინე ხვედელიძე - ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე 1991 წელს დაქორწინდნენ, ეკატერინე ექსპრემიერის ცხოვრების მთავარი თანამგზავრი, მეგობარი და მხარდამჭერი გახდა. ივანიშვილების ოჯახს პირველი - ვაჟი უტა შეეძინა, შემდეგ ბერა, ქალიშვილი - გვანცა და ცოტნე მოჰყვნენ.

ეკატერინე ხვედელიძე  1972 წელს დაიბადა ფედია და ლუდა ხვედელიძეების ოჯახში. მამა სამტრედიაში არსებულ საავადმყოფოში მთავარ ექიმად მუშაობდა, ქირურგი იყო, ლუდა კი - მუსიკის მასწავლებლი. მასა და ბიძინა ივანიშვილს შორის 16 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.

"გაცნობის პირველი დღიდანვე ვერ მივხვდი ბიძინას ასაკს და არასდროს არ მიგრძვნია ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა, რადგან ბიძინას საოცარი ხასიათი აქვს - ძალიან უყვარს იუმორი, მუდმივად ხუმრობს და ნებისმიერ ადამიანთან მისი ასაკის ხდება. მაგალითად, ცოტნე დარწმუნებულია, რომ არაფრით არ განსხვავდება მამამისი მისი ასაკისგან. ამ მხრივ ძალიან მსუბუქი და იოლი პიროვნებაა. არასდროს არა აქვს დეპრესიული განწყობა, არასდროს შინ არ მოდიოდა იმ განწყობით, რომ დავიღალე და მომასვენეთო. ყოველთვის ხუმრობს, ლაღია, მსუბუქი, ბედნიერი განწყობა აქვს. რა პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს, სახლის გარეთ ტოვებს... პირიქით - ისე ცელქობს და ხუმრობს, საკუთარი თავი მასზე უფროსი მგონია. ვაჩერებ და ამაზე ბიჭები სიცილით კვდებიან...", - განაცხადა ქალბატონმა ეკამ ტელეკომპანია "მაესტროსთვის" 2012 წლის სექტემბერში მიცემულ ინტერვიუში.

ნათია ფანჯიკიძე - "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას მეუღლე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ცნობლი ქართველი მწერლის გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილია. 2011 წელს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ნივთიერებაზე დამოკიდებული პირების ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრი "კამარა" დააფუძნა, რომელსაც დღემდე წარმატებით ხელმძღვანელობს.

ნათიამ და ირაკლიმ საკმაოდ ადრეულ ასაკში იქორწინეს - ირაკლი 18 წლის იყო, ნათია კი - 20-ის. იმჟამად ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ქორწილი არ გადაუხდიათ. ორი შვილი ჰყავთ - ნიკო და ეკა.

"ურთიერთობა კარგი წიგნივით თავიდან დიდი სიყვარულით იწყება, მაგრამ იქ სხვადასხვა რაღაცეები ხდება, ბიოგრაფია მდიდრდება, წლების განმავლობაში ისტორიები გროვდება, რომელიც ორივეს ისტორია, ბიოგრაფია, ცხოვრება იყო. ამდენად, წლების შემდეგ ეს ურთიერთობა მოვლენებით უფრო დატვირთულია. იმ ბავშვურ ასაკში, როცა ერთმანეთი უყვარდებათ, ეს უბრალოდ თავისუფალი სახით ძალიან კარგი გრძნობაა, შემდეგ უკვე მეგობრობა, თანადგომა, ერთი მიმართულებით ხედვა ემატება, ბოლოს კი ეს ყველაფერი უფრო სერიოზულდება. შეიძლება ის სილამაზე, რომანტიკა, გაუცნობიერებელი მიზიდულობა ნაკლებადაა, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი გაცნობიერებული და ღრმად გაანალიზებულია. ამ დროს წიგნი უფრო საინტერესო ხდება. სულ მგონია, რომ ირაკლი უფრო რომანტიკულია, ვიდრე მე", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ნათია ფანჯიკიძე, რომელიც უკვე დედამთილობისთვის ემზადება. ამ რამდენიმე დღის წინ მან საზოგადოებას აცნობა, რომ ნიკო ცოლს ირთავს.

ეკა კუტალია - პარლამენტარ ზვიად ძიძგურის მეუღლე

"ძალიან პატარა ვიყავი დაახლოებით 10 წლის ზვიადი რომ გავიცანი და დეტალები ზუსტად არ მახსოვს, ის იყო ჩემი უფროსი ძმის სტუდენტობის მეგობარი. ისინი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ და ზვიადიც ძალიან ხშირად იყო ხოლმე ჩვენთან. ჩვენი უშუალო ურთიერთბა უფრო მოგვიანებით დაიწყო. ზვიადი ამ დროს ციხეში იყო. ოჯახი მას ძალიან ახლობელ ადამიანად თვლიდა და ერთხელაც მეც მივედი ციხეში. სწორედ იქ გამიმხილა ზვიადმა თავისი გრძნობები. მაშინ 27 წლის ვიყავი. ზვიადი ჩემზე 8 წლით უფროსია. შემდეგ ამას მოყვა მიწერ-მოწერა.

ხელისუფლება რომ შეიცვალა დაახლოებით 8 წელი ზვიადი დევნილობაში იყო. შემდეგ გადაწყვიტა, რომ ერთად ჯობია ამ სირთულეს გავუმკლავდეთო. ციხიდან რომ გამოვიდა ჩვენი სიყვარულის ამბავი თავად გაუმხილა ჩემს ძმას, ალბათ არ იქნებოდა ადვილი ამის თქმა, მაგრამ გაგვიმართლა და 2000 წელს დავქორწინდით", - იხსენებს ქალბატონი ეკა, რომელიც უკვე ხუთი შვილის - 4 ვაჟისა და გოგონას დედაა. ის პროფესიით, პედაგოგია, თუმცა ამჟამად შვილების აღზრდითაა დაკავებული.

"მე და ეკა არასდროს ვჩხუბობთ, ხანდახან გაღიზიანებული და გაბრაზებული ვარ და ეკა მშვიდი ბუნებისაა, ფაქტობრივად, სულ ეკა მითმობს და მე ამას ყველაფერს ვხედავ“, - ამას უკვე პოლიტიკოსი ამბობს.

თამარ ჩერგოლეიშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას  მეუღლე

თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის გიგა ბოკაერიას მეუღლეა, მათ  ერთი საერთო შვილი - გოგონა ჰყავთ.  თამარს ჰყავს უფროსი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდანაც. ჩერგოლეიშვილი „ტაბულა TV"-ს ხელმძღვანელი და ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორია. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

2000 წლიდან მუშაობდა ევროპის საბჭოში, სხვადასხვა თანამდებობებზე. 2006-2010 წლებში ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს სამართლებრივ ჯგუფს და აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში სისხლის სამართლის, ეკონომიკური დანაშაულის, კიბერნეტიკული დანაშაულის, ადამიანის უფლებებისა და მედიის კუთხით.

ნინო სოლოღაშვილი - პარლამენტარ გია ვოლსკის მეუღლე

როგორც გია ვოლსკის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა მისი მეუღლე ნინო სოლოღაშვილი შპს თემი-გრუპის მფლობელია, ორგანიზაცია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. 2015 წლის განმავლობაში პოლიტიკოსის მეუღლემ შპს-დან 4 784 ლარი მიიღო.

მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ პოლიტიკოსი შემდეგს ყვება:

"ნინო 23-ე სკოლაში სწავლობდა, ჩემი უბნელი იყო, ერთმანეთს ერთი ქუჩა გვაცილებდა. ყოველდღე ვხედავდი პატარა გოგონას, ვიოლინოთი ხელში. დამაინტერესა და გავიგე, სად სწავლობდა, მერე სკოლაში ვაკითხავდი. მე უკვე უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ის ჯერ კიდევ მოსწავლე იყო. აღმოჩნდა, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. დაამთავრა სკოლა თუ - არა, ცოლად მოვიყვანე. უნივერსიტეტისთვის ემზადებოდა და არ იყო იმის დრო, პაემნებზე ევლო. ვამჯობინე, ჩემთან ყოფილიყო და იქ ემეცადინა. ნინო ბეჯითი მოწაფე იყო, კარგად სწავლობდა და ჩემზე უფრო წარმატებითაც ჩააბარა და დაამთავრა უნივერსიტეტი. ახლა შვილიშვილზე უფრო აქვს ყურადღება გადატანილი. არც ისე ხანში შესულები ვართ, რომ ჩვენს ურთიერთობას რომანტიკა დააკლდეს. დღემდე ისე გვიყვარს ერთმანეთი, როგორიც წლების წინ".

ანუკი არეშიძე - ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მეუღლე

ანუკი არეშიძისა და ყოფილი ფეხბურთელის, დღეს კი ენერგეტიკის მინისტრის სიყვარულის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო, მაშინ მომავალი დიზაინერი მოდის სამყაროში პირველად დგამდა სერიოზულ ნაბიჯებს. მილანში ჩასულ გოგონას ქართველი ფეხბურთელი დიდ ყურადღება აქცევდა. საბოლოოდ კი ოჯახი შექმნეს, დღეს უკვე 3 ვაჟი - ლევანი, კახა და ვაჩე ჰყავთ.

ნინო ცირეკიძე - ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მეუღლე

ფნანსთა მინისტრის მეუღლე ექიმი გახლავთ. როგორც ბატონმა მინისტრმა ერთ-ერთ ინტრევიუში გაამხილა ნინო დაოჯახებამდე მუშაობდა, თუმცა ახლა მთელ დროს შვილებს ახმარს.

"ჩემი მეუღლე მის დაბადების დღეზე გავიცანი. თუმცა იქ იმ მიზნით არ მოვხვედრილვარ, რომ ერთმანეთი გაგვეცნო. ეს იყო 2003 წლის 20 აგვისტო. მაშინ 33 წლის ვიყავი, ჩემი მეუღლე ნინო ცირეკიძე კი - 24 წლის იყო. ვიდრე მინისტრის მოადგილე არ გავხდი, ცოლად არავინ გამომყვა (იცინის). ნინო გაცნობიდან სამ თვეში მოვიყვანე ცოლად. ესეც საინტერესო ამბავია. ის დღე ყოველთვის მემახსოვრება, 2003 წლის 2 ნოემბერი. არჩევნების დღე გახლდათ, რომელსაც "ვარდების რევოლუცია მოჰყვა". მაშინ შედარებით მეტი დრო მქონდა და ნაკლები პასუხისმგებლობა", - ყვება ინტერვიუში საქართველოს ფინანსთა მინისტრი. წყვილს ქალ-ვაჟი ჰყავს.

ქეთევან სიჭინავა - პარლამენტარ გიორგი ვაშაძის მეუღლე

როგორც პარლამენტარი გიორგი ვაშაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, მათ ერთმანეთი უცხოეთში გაიცნეს: „მივლინებაში ვიყავი, ქეთევანი კი იქ სწავლობდა". უკვე 6 წელია დაქორწინებულები არიან. სოციალურ ქსელში ყველას შეუძლია წაიკითხოს ის თბილი სიტყვები, თუ როგორ მიმართავს გიორგი მეუღლეს.

„ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი, ადამიანი რომელიც მუდამ გვერდში მიდგას, რომელიც შეუძლებელს აკეთებს ჩემთვის და სანაცვლოდ არასოდეს არაფერს ითხოვს .

ძალიან ძალიან ძაააალიააააან მიყვარხაააარ“! - დაწერა ფეისბუკის გვერდზე პარლამენტარმა

წყვილს სამი შვილი ჰყავს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ