ძველი ტფილისის ბოჰემა (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

ძველი ტფილისის ბოჰემა (ფოტოგალერეა)

(ფოტოგალერეა)

"ტფილისის ვიწრო ქუჩებს არაერთი მოგზაური უნახავს, მაგრამ შინ დაბრუნების დროს, თითქმის ყველას მეტი მოგონება და შთაბეჭდილება რჩება იმ ბნელ ქუჩებიდან, სადაც ქიმ-მომტვრეული სახლის იაქათაღი ირიბადაა გაწოლილი, იმ ფოლორციდან, სადაც "ყარაჩოღელი ბერანჟე" მღეროდა: "ქალო ხაბარდიანო, გაქვს და გიხარიანო" და იმ ნარიყალის ძველ ბურჯებიდან, რომელიც უამრავ ლეგენდას ინახავს თავის დახავსებულ ნანგრევებში; ერთი სიტყვით, ეს "Азиатская часть Тифлиса" უფრო მეტ მასალას აძლევს მათ მემუარებს, ვიდრე გაევროპიელებული ფართე ქუჩები და ქვის თეჯირები", - ვკითულობთ პოეტ იოსებ გრიშაშვილის არაჩვეულებრივ წიგნში "ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა", რომელიც დღემდე ძველ თბილისთან დაკავშირებულ ტექსტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევა. გრიშაშვილმა მოახერხა წარმოეჩინა იმჟამინდელი ქალაქის სახე, ხასიათი, სიხარული თუ მწუხარება...

"ბავშვობიდანვე მიყვარდა იგი. მზიური ნისლით დაბურული ნარიყალის ციხის ისტორიული ნაშთი ღრმა საიდუმლოებასავით იყო ჩემს წინაშე ამართული. ჩემი პოეტური ფანტაზია და ოცნების წმინდა სიხარული მხოლოდ ლექსის ლერწმებში დავაპატიმრე. დიდი ხანია მინდოდა გულის მურაზის შესრულება: ძველი ტფილისის რაობის ისტორიულად შესწავლა.

ერთი ამგვარი ესთეტიური მოგზაურობა მეც გავბედე... მინდა თვალწინ გადაგიშალოთ უცნობი კუთხე და დავიწყებული სათავე იმ თვალჭრელი ნაკადულისა, რომელსაც "ქალაქური ხალხური პოეზია" დავარქვით და რომელცი შეუმჩნევლად იფარება აკადემიური მწერლობის მღელვარე ტალღებში..." მან მეტად წარმატებით გაასრულა ეს მოგზაურობა...

გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა ძველი თბილისის ფოტოები და შეძლებისდაგვარად ისიც გვეჩვენებინა როგორ შეიცვალა ჩვენი ქალაქი. ამჯერად ფოტოგალერეის პირველ ნაწილს გთავაზობთ.

იხილეთ ფოტოგალერეა