"ბავშვობაში ძალიან მინდოდა თამარ მეფის საფლავი ჩვენს ეზოში აღმომეჩინა" - გზა ნაომარი სოხუმიდან მსოფლიო მოდის სამყარომდე
"ბავშვობაში ძალიან მინდოდა თამარ მეფის საფლავი ჩვენს ეზოში აღმომეჩინა" -  გზა ნაომარი სოხუმიდან მსოფლიო მოდის სამყარომდე
14-12-2016
"არ ვამბობ, სად და როგორ უნდა ეცვას ქალს ჩემი შექმნილი სამოსი, ჩემთვის მთავარი სამოსის შექმნაა"

"ამ ცხოვრებაში მატერიალური არაფერია მუდმივი"


ფოტოგალერეა

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მსოფლიო მოდის კრიტიკოსებსა თუ ამ სამყაროში მოღვაწე დიზაინერებს ყოველი ახალი ჩვენებით აკვირვებს. მისი კოლექციები მუდმივად უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს.

The Fashion Awards 2016-ის ცერემონიალზე, რომელიც ლონდონში, Royal Albert Hall-ში გაიმართა დემნა ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად, დააჯილდოვეს.
წლის საერთაშორისო დიზაინერად სწორედ ის - Balenciaga - ს კრეატიული დირექტორი და Vetements- ის კოლექციის შემქმნელი, დემნა გვასალია დასახელდა.

დიზაინერი სცენაზე ძმასთან ერთად მსოფლიო ვარსკვლავმა, მომღერალმა მერლინ მენსონმა მიიწვია.

დემნა გვასალიას სათხილამურო ქურთუკი, მოდის გამოცემამ Elle 2016-17 წლის ზამთრის ყველაზე ტრენდულ სამოსად დაასახელა.

ქართველი დიზაინერით ინტერესდებიან მსოფლიოს უდიდესი გამოცემები, მათ შორის The New York Times, რომელმაც ახლახან დემნასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

“ჩემი კოლექციის მთლიანად გაგება არ არის ადვილი, საქმეში ძალიან ტექნიკური ვარ და ჩემი მიდგომა ხშირად საკმაოდ კომერციულია... მკაცრად ვმუშაობ სამოსის კონსტრუქციაზე. არ ვამბობ, სად და როგორ უნდა ეცვას ქალს ჩემი შექმნილი სამოსი, ჩემთვის მთავარი სამოსის შექმნაა. სამოსის სხვადასხვა ნაწილი და ტექნიკა უფრო მაინტერესებს, ვიდრე სილუეტები და სტილი.“

დემნა გვასალიას წარმატება, დაუღალავ შრომას უკავშირდება, ის რვა წლის განმავლობაში სცენის მიღმა Margiela-ში მუშაობდა, სტუდენტობისას მას ლუი ვიტონის მოდის სახლთანაც მოუწია ურთიერთობა. აგნეს ბარეტი, რომელიც Margiela-სთვის ტალანტების მოძიებაზე მუშაობდა, გვასალიას მარჯელას ”სულიერ შვილს” უწოდებდა, შემდეგ კი ქართველი ვუნდერკინდი დიზაინერი ”ბალენსიაგას” კრეატიულ დირექტორად დაინიშნა.

"დემნა გვასალიას, როგორც ჩანს, სულ არ აშინებს, როგორ მიიღებს ხალხი ტანზე შემოხვეულ "აბაზანის ხალიჩას", - წერენ მოდის კრიტიკოსები დემნას ორიგინალური და უცნაური კოლექციის შესახებ, თუმცა მისმა შემოდგომა-ზამთრის კოლექციამ გულგრილი არავინ დატოვა. ფერადი ქუდები, შარფი-ხალიჩები და ბოტფორტები, რომლებზეც გაგიკვირდებათ და სახლის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფეხსაცმელია ამოცმული, ნამდვილად ახდენს შთაბეჭდილებას. ერთი სიტყვით, ახალი კოლექციის ნახვისას დარწმუნდებით, რომ "მოდა - საშიში ძალაა".

საინტერესოა როგორი იყო უკვე წარმატებული ქართველის გზა სოხუმიდან მსოფლიო მოდის სამყარომდე:

“გავიზარდე დიდ სახლში მშობლებთან, ძმასთან, ბებიასთან და ჩემს ბიძაშვილებთან ერთად. ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ვცდილობდი დამეჭირა თევზი მდინარეში, რომელიც სახლთან ახლოს მიედინებოდა; ძალიან მინდოდა ჩვენს ეზოში აღმომეჩინა თამარ მეფის საფლავი და საგანძური; ჩემს ბიძაშვილთან ერთად ბებიასთვის ვაწყობდი მუსიკალურ იმიტირებულ კონცერტებს; ეზოში ვიპარავდი საკუთარ მარწყვს... დღემდე მახსოვს იმ მაგნოლიების სუნი, რომელიც სკოლის გზაზე მხვდებოდა. ეს არის ულამაზესი ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა მეცხოვრა”, - ამბობს დემნა ერთ-ერთ ინტერვიუში და იქვე აგრძელებს:

“ომის შემდგომი პერიოდი ჩვენი ოჯახისთვის ძალიან რთული იყო - საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ახალი ენების სწავლა, ახალ კულტურასთან ადაპტაცია, ორი დასასრულის ერთმანეთთან დაკავშირება... მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერმა მოგვცა იმის საშუალება, შევხვედროდი არაჩვეულებრივ ხალხს, აღმომეჩინა, გავცნობოდი საინტერესო ადგილებს, ცხოვრების საშუალებებს და გამეცნობიერებინა ერთი მნიშვნელოვანი რამ: ამ ცხოვრებაში მატერიალური არაფერია მუდმივი. და ეს გეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტად დააფასო ოჯახისა და მეგობრების სიყვარული..."

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე

კირკიტა
23 დეკემბერი 2016 09:36
ყველას თავისი გზა აქვს ცხოვრებაში,მაგრამ,თუ ცოლად კაცი მოგყავს,ამ ქალებს რაღას პრანჭავ და ელოლიავები?! მუღამი ვერ დავიჭირე.
გიჟუა
22 დეკემბერი 2016 01:03
ეგენი თავიანთ მკვდრებს ეზოებში ასაფლავებენ და თამარ მეფეც ეგონა, რომ ეზოში იქნება დასაფლავებული.
სხვა სიახლეები
Wandering Girl ("მოხეტიალე გოგონა") - ასე ქვია ფოტოალბომს, რომელიც მსოფლიოში წამყვანი მოდური გამოცემის VOGUE -ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და მასში მსახიობ მარინა ჯანაშიას შვილიშვილის მოდელის მარიტა ჯანაშიას ფოტოებია.
დაწვრილებით...
მსოფლიოს უამრავ საოცრებათა შორის აღსანიშნაია მიუვალ მთებში საუკუნების წინ აგებული სამონასტრო კომპლექსები.
დაწვრილებით...
2017 წლის 11 იანვარს, 51 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მეტრომ პირველი მგზავრები მიიღო.
დაწვრილებით...
ქართულ ფილმებში არაერთმა არაქართველმა მსახიობმა ქალბატონმა შექმნა იმდენად შთამბეჭდავი სახე, რომ ისინი ქართველ მაყურებელს დღემდე ახსოვს
დაწვრილებით...
საფრანგეთში 2017 წლის 11 იანვრიდან კინოეკრანებზე გამოდის ფილმი "სტალინის დივანი", რომლის რეჟისორი ფანი არდანია, სტალინის როლს კი ჟერარ დეპარდიე ასრულებს.
დაწვრილებით...
"30 დეკემბერს ამ ცნობილ უცნობ საიუველირო სახლში, პარიზის მერვე ოლქში, ორმოცი წლის ელეგანტური, ანუ როგორც "თბილისი" იტყოდა " იმპოზანტნი" მამაკაცი შევიდა და წარუდგა, როგორც ძვირფასი ბიჟუტერიის სპეციალისტი, რომელიც ერთი უცხოელისათვის 5,5 მილიონი ევროს ძვირფასეულობის შეძენას აპირებდა"
დაწვრილებით...
მეჰრიბან ალიევა - აზერბაიჯანის პირველი ქალბატონი, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი და კეთილი ნების ელჩი "იუნესკო"- ში.
დაწვრილებით...
ახალი, 2017 წელი ქართველმა პოლიტიკოსებმა სხვადასხვაგვარად აღნიშნეს.
დაწვრილებით...

პარლამენტარ ადა მარშანიას ფოტომ, რომელზეც ქალბატონი დეპუტატი პარლამენტის დარბაზში ფრჩხილებს იწესრიგებს, ქართული ინტერნეტ სივრცე შემოიარა და ვებმომხმარებელი გაამხიარულა.

დაწვრილებით...
2016 წელს პატარას დაბადებამ ბევრ ოჯახში უდიდესი სიხარული შეიტანა, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ოჯახებშიც.
დაწვრილებით...
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
ნუცუბიძის ქ. 201-ში ქირავდება დღიურად,
ქირავდება ახალი გარემონტებული კორპუსის ბინა,
იყიდება ზაარბრუკენის მოედანზე (ყოფილი ვორონცოვი)
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები