ვისზე "გაცვალა" ზაური დარინამ? - როგორ გამოიყურება ახლა გოგონა ფილმიდან "რაჭა, ჩემო სიყვარულო"
ვისზე "გაცვალა" ზაური დარინამ? - როგორ გამოიყურება ახლა გოგონა ფილმიდან "რაჭა, ჩემო სიყვარულო"
15-12-2016
"მომწონდა, ან რა გასაკვირია, ძალიან ლამაზი იყო"

ფოტოგალერეა

ფილმი "რაჭა, ჩემო სიყვარულო", რომლის გმირები დღემდე ახლობელი არიან ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ფრაზები კი ზეპირად იცის მაყურებელმა, 1977 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

მთავარი გმირის, ზაურის როლის შემსრულებელი მსახიობი ბადრი კაკაბაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაერთი როლი აქვს განსახიერებული, მისი სახელი მაყურებლისთვის უპირველესად ზაურის როლთან ასოცირდება:

- ამ ფილმით გამიცნო მაყურებელმა. თუმცა მანამდეც მქონდა პატარა-პატარა როლები ნათამაშები. მაშინ 21 წლის ვიყავი, ისეთ არტისტებთან მომიწია მუშაობამ, კაცი უკეთესს ვერ ინატრებს - დოდო აბაშიძე, იპოლიტე ხვიჩია, რამაზ ჩხიკვაძე... დღეს აღარავინ არის ცოცხალი, ყველაზე ბოლოს ლორთქია - გურამ ლორთქიფანიძე გარდაიცვალა, ახლა მგონი, ჩემი ჯერი დადგა. ზაურს მხიარულებითა და ენამოსწრებულობით ვგავარ. სხვა რითი უნდა ვგავდე - ხომ გახსოვთ, როგორ ახასიათებენ: "რა კაცი ხარ, კაცო: ქარაფშუტა შენა ხარ, ქარიხვეტია და ვინ იცის, კიდევ რა..."

გახსოვთ სცენა, ბესომ რომ გამარტყა? ვიცოდი, რომ უნდა დაერტყა და მომზადებული ვხვდებოდი, ინსტინქტურად თავს ვწევდი. ფილმის რეჟისორს, თემურ ფალავანდიშვილს გაუფრთხილებია: მაგი დარტყმას მარჯვენა ყბაში ელოდება და მარცხენაში უთავაზეო. მომიქნია და რა მომიქნია, იმ ცხონებულმა ბესო ხიდაშელმა ზომა-წონა არაფერში იცოდა, მართლა რაჭული დათვი იყო. გვარიანად შემაჟრიალა, როგორც რეჟისორს სურდა, ზუსტად იმგვარად. ისე ბუნებრივად გამოვიდა, რომ მეტი დუბლი აღარც გადაუღიათ.

- თქვენს პარტნიორზე, დარინას როლის შემსრულებელზე, რას გაიხსენებთ?
- იმ დროს ჩეხოსლოვაკიელების უპირველესი მსახიობი იყო, ჩემზე ორიოდ წლით უფროსი...

- ამბობდნენ, ბადრის შეუყვარდაო...

- ძალიან მომწონდა, ან რა გასაკვირია, ძალიან ლამაზი იყო, თანაც იმ დროს ცოლს გავცილდი. თუმცა ფილმის გამოსვლის შემდეგ აღარც მინახავს. (იხილეთ ინტერვიუ)

მოგეხსენებათ, ფილმში შეყვარებული დარინა ზაურთან, რაჭაში რჩება, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად მოხდა და გადაღების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ანდრეა თურმე სხვაზე გათხოვდა... მისი რჩეული როკ-მუსიკოსი, ჯგუფ "ოლიმპიკის" გიტარისტი ლადისლავ კლეინი
You must have Flash Player installed in order to see this player.
იყო. ჰყავს ერთი შვილი - ჩოგბურთელი სანდრა კლეინი.

ფილმის გადაღებისას, ანდრეა ჩუნდერლიკოვა ჩეხეთში უკვე ცნობილი მსახიობი იყო. როგორც ჩეხური მედიისგან ვიგებთ, 1964 წელს, გადასაღებ მოედანზე შემთხვევით მოხვდა - ფილმისთვის "მაღალი კედელი" მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდნენ, რეჟისორის ასისტენტებმა ერთ-ერთ სკოლაში 12 წლის ულამაზესი გოგონა შეამჩნიეს, ზუსტად ის ტიპაჟი, ვინც სჭირდებოდათ...

15 წლისა უკვე ხუთ ფილმში იყო გადაღებული, 1967-დან 1977 წლამდე პერიოდი მსახიობისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა.

სამშობლოში განსაკუთრებული პოპულარობა 1977 წელს გადაღებულმა სერიალმა "ქალაქის განაპირას მდებარე საავადმყოფომ" მოუტანა.
თუმცა ანდეამ კინოკარიერა მალევე შეწყვიტა, მენეჯერის პროფესიას დაეუფლა და სულ სხვა სფეროში განაგრძო საქმიანობა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი ქალიშვილი სანდრა კლეინი ჰყავს, რომელიც საკმაოდ ცნობილი ჩოგბურთელია. მან აქტიურ სპოტს 2007 წელს დაანება თავი. 2008 წელს ანდრეა ბებიაც გახდა. ამჟამად პრაღაში ცხოვრობს. ამ რამდენიმე წლის წინ მასთან ქართული გადამღები ჯგუფი ჩავიდა, თურმე ძალიან გაუხარდა. გაკვირვებულს უთქვამს, მიხარია საქართველოში თუ კიდევ ვახსოვარ ხალხსო.

იხილეთ ფოტოგალერეა

nia
16 დეკემბერი 2016 13:08
მანდ კიდევ ერთი მსახიობი თამაშობდა, მგონი ბესო ხიდეშელი. ახალგაზრდა გარდაიცვალა. მშვენიერი სახე შექმნა ამ ფილმში. რატომ არ ახსენა ჟურნალისტმა. პროფესიონალიზმი მაღალ ხარისხში რომ არის ჩვენთან, იმიტომ ალბათ.
rusiko
16 დეკემბერი 2016 09:18
თვითონ ეს ქალი რატომ არის ლამაზი ცოტა გაუგებარია, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ქალიშვილი მართლაც ულამაზესი ჰყოლი
სხვა სიახლეები
მსოფლიოს უამრავ საოცრებათა შორის აღსანიშნაია მიუვალ მთებში საუკუნების წინ აგებული სამონასტრო კომპლექსები.
დაწვრილებით...
2017 წლის 11 იანვარს, 51 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მეტრომ პირველი მგზავრები მიიღო.
დაწვრილებით...
ქართულ ფილმებში არაერთმა არაქართველმა მსახიობმა ქალბატონმა შექმნა იმდენად შთამბეჭდავი სახე, რომ ისინი ქართველ მაყურებელს დღემდე ახსოვს
დაწვრილებით...
საფრანგეთში 2017 წლის 11 იანვრიდან კინოეკრანებზე გამოდის ფილმი "სტალინის დივანი", რომლის რეჟისორი ფანი არდანია, სტალინის როლს კი ჟერარ დეპარდიე ასრულებს.
დაწვრილებით...
"30 დეკემბერს ამ ცნობილ უცნობ საიუველირო სახლში, პარიზის მერვე ოლქში, ორმოცი წლის ელეგანტური, ანუ როგორც "თბილისი" იტყოდა " იმპოზანტნი" მამაკაცი შევიდა და წარუდგა, როგორც ძვირფასი ბიჟუტერიის სპეციალისტი, რომელიც ერთი უცხოელისათვის 5,5 მილიონი ევროს ძვირფასეულობის შეძენას აპირებდა"
დაწვრილებით...
მეჰრიბან ალიევა - აზერბაიჯანის პირველი ქალბატონი, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი და კეთილი ნების ელჩი "იუნესკო"- ში.
დაწვრილებით...
ახალი, 2017 წელი ქართველმა პოლიტიკოსებმა სხვადასხვაგვარად აღნიშნეს.
დაწვრილებით...

პარლამენტარ ადა მარშანიას ფოტომ, რომელზეც ქალბატონი დეპუტატი პარლამენტის დარბაზში ფრჩხილებს იწესრიგებს, ქართული ინტერნეტ სივრცე შემოიარა და ვებმომხმარებელი გაამხიარულა.

დაწვრილებით...
2016 წელს პატარას დაბადებამ ბევრ ოჯახში უდიდესი სიხარული შეიტანა, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ოჯახებშიც.
დაწვრილებით...

ხმაურიანი ოჯახური სკანდალებისა და განქორწინებების გარეშე არც 2016 წელს ჩაუვლია

დაწვრილებით...
იყიდება ზაარბრუკენის მოედანზე (ყოფილი ვორონცოვი)
გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით იპოთეკის
ულტრა თანამედროვე რემონტი, იდეალური სისუფთავე,
იყიდება/ქირავდება ორ-სართულიანი კერძო სახლი, რომელიც
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები