წლის დაოჯახება და 2016 - ის ყველაზე გახმაურებული ქორწინებები (+ ფოტოგალერეა)
წლის დაოჯახება და 2016 - ის ყველაზე გახმაურებული ქორწინებები (+ ფოტოგალერეა)
წარმოგიდგენთ 2016 წლის ყველაზე გახმაურებულ ქორწინებებს, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია და განხილვის საგნადაც იქცა

ფოტოგალერეა

2016 -ის მთავარი დაოჯახება, უდაოდ, წლის მიწურულს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გათხოვებაა, რომელმაც ამის თაობაზე საზოგადოებას თავისი "ფეისბუკიდან" აცნობა.

წულუკიანმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე ქორწინების მოწმობის და მეუღლის ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით - Voilà!
მინისტრის მეუღლე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ნუგზარ კაკულიაა. იგი სასწავლო ცენტრს 2014 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 12 სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა. მინისტრის
You must have Flash Player installed in order to see this player.
რჩეული მასზე 9 წლით უმცროსია - კაკულია 32 წლისაა, თეა წულუკიანი კი 41-ის.

ფეხბედნიერი აღმოჩნდა ეს წელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვისაც. მისი ქალიშვილი ნუკა კვირიკაშვილი ცოლად ლაშა ძიძიგურს გაყვა. წყვილს ზედმეტად ორიგინალური და განსხვავებული ქორწილი ჰქონდა.
გიორგი კვირიკაშვილი ქალიშვილი, ნუკა კვირიკაშვილი და ლაშა ძიძიგური

2016 წელი წარმატებული და ბედნიერი აღმოჩნდა ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილისთვის. 2016 წლის 8 აგვისტოს ლაშამ რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ცოტა ხნით ადრე კი იქორწინა. ლაშას მეუღლე მოცეკვავე სალომე არაბულია. წყვილმა ჯვარი მცხეთაში დაიწერა, ქორწილი კი რესტორან "გუჯარში" გაიმართა.

2016 წელს ერთ-ერთი განსხვავებული და საინტერესო ქორწილი ჰქონდა მომღერალ ნინი წიკლაურს. მისი რჩეული თემო ტუღუშია, რომელთანაც 12-წლიანი მეგობრობა აკავშირებდა.

"ყველაფერი დაუგეგმავად, ზედმეტი კითხვებისა და პასუხების გარეშე მოხდა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ჩვენი ურთიერთობა უსიტყვოდ დალაგდა. პატარა, მოკრძალებული ქორწილი გადავიხადეთ და ჩვენი ბედნიერება უახლოესი მეგობრების წრეში აღვნიშნეთ. ზუსტად ისეთი ქორწილი მქონდა, როგორზეც ვოცნებობდი: არც ქუსლიანი ფეხსაცმელი მცმია და არც - გრძელი კაბა. ვიყავი ის, ვინც რეალურად ვარ: ერთი უბრალო ქერა გოგო, ხვეული თმით", - ამბობს ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში მომღერალი.

იღბლიანი აღმოჩნდა 2016 წელი მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძისთვის. მას შემდეგ, რაც გიგი პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გამოჩნდა, სასურველ სასიძოდ მიიჩნეოდა და მუდმივად მანდილოსნების ყურადღების ცენტრში იყო... გიგი 14 ივლისს, 2-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, იურისტ ანანო ჯოხაძეზე დაქორწინდა და როგორც ამბობს, ანანო სწორად ის ადამიანია, ვინც სჭირდებოდა.

"პირველად, რა თქმა უნდა, როგორც ხდება ხოლმე, ერთმანეთის გარეგნობით მოვიხიბლეთ, შემდგომ უკვე მისი პოზიტიური ხასიათი მომეწონა. ანანო საოცარი თვისებების მქონე ადამიანია. მთელი დღე რთულ პირობებში მიწევს მუშაობა, შინ დაბრუნებულს კი ანანო ისე მხვდება, რომ ეგრევე კარგ განწყობას მიქმნის... მე და ანანომ ერთმანეთში ძალიან ბევრი თვისება აღმოვაჩინეთ. მეუღლესთან ურთიერთობამ საოცრად შემცვალა. ჩვენ სერიოზულ და მნიშვნელოვან საქმეებს ერთად ვწყვეტთ. ის ძალიან გონიერი ადამიანია", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში გიგი გაჩეჩილაძე.

2016 წელს მამათილი გახდა პოლიტიკიდან მოულოდნელად წასული ირაკლი ალასანია. მისმა ვაჟმა, ნიკა ალასანიამ ნუცა ადამია მოიყვანა ცოლად. ულამაზესი პატარძლის ფოტოებმა მედიაში გავრცელებისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა. დედამთილ-მამათილი რძლით ძალიან კმაყოფილია.

"ნიკოს ქორწილში ირაკლი გადაიქცა ჯონ ტრავოლტად, მაგის ამდენი ცეკვა და ჰიპ-ჰოპის მოცეკვავესავით ზურგზე დატრიალება და ყიფლიბანდზე ბრუნების კეთება პირველად ვნახეთ ტოლ-მეგობრებმა. ღვინოც საუფროსო იყო, თბილღვინოს წარმოების და ირაკლიმ და მისმა ძმაკაცებმაც მთლად დაკარგეს სიტუაციის აღქმა, ჩააჩოჩეს "დიჯეი" და "ბენდი", ქალაქის სხვა კიდიდან აშუღები მოიძიეს და მათთან ერთად დარბოდნენ სცენიდან "პარტერში", ბოლოს ნიკო მიმტანებთან ერთად იყო კედელს მიყუდებული და მამის შესრულებულ "სატრფიალოს" მოთმინებით ისმენდა. ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი, 40-ს გადაცილებულ ხალხს რა ახარებდა, არადა თურმე რა მაგარი ასაკია, შვილები რომ ქორწინდებიან", - წერდა ბედნიერი დედამთილი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუკში".

წელს გათხოვდა მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, მისი რჩეული ოთარ მაისურაძე პროფესიით, მუსიკოსი და მომღერალია. წარსულში კი თურმე მორაგბე იყო.

იხილეთ ფოტოგალერეა


მკითხველის კომენტარი (4)
nati
20 დეკემბერი 2016 21:27
ლაშას ჯვრის წერა მცხეთაში კი არა გორში ქონდაააა
kachubei
20 დეკემბერი 2016 15:24
წულუკიანს კი უნდა მიულოცო გაბედნიერება,ხოლო მის მეუღლეს კი გაუბედურება!
tvalsazrisi
19 დეკემბერი 2016 15:55
ყველა-ბედნიერად-შეაბეროს-ერთმანეთს-ღმერთმა
manana-sh
19 დეკემბერი 2016 11:12
ბედნიერება ყველა წყვილს,
იმრავლოს ქორწილებმა და ლხინებმა საქართველოში!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა