"პაწაწუნა ტერფებმა ექიმის ხელებში ნელ-ნელა გათბობა დაიწყო..." - როგორ გაგრძელდა ექიმისა და პაციენტის ისტორია, რომელმაც საბჭოეთი შეძრა
"პაწაწუნა ტერფებმა ექიმის ხელებში ნელ-ნელა გათბობა დაიწყო..." - როგორ გაგრძელდა ექიმისა და პაციენტის ისტორია, რომელმაც საბჭოეთი შეძრა
"სწორედ ბიძია რამაზი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც რასამ დაურეკა და ახარა, რომ დედა გახდა..."

(ფიტოგალერეა)

1983 წლის ზაფხული, საბჭოთა ლიტვა, კოლმეურნეობა "ვადაკტაი"... ცხელოდა, ირგვლივ ყველა მოსავლის აღების ფერხულში იყო ჩაბმული. ვიტაუტას პრასცევიჩიუტე სათიბ მანქანაზე იჯდა და საქმეს ეშურებოდა, მისი სამი წლის ტყუპი გოგონა რასა და აუშრა კი სადღაც სიახლოვეს თამაშობდნენ. გოგონები ერთმანეთის დევნაში ვერც კი მიხვდნენ როგორ შეერივნენ სათიბს...

ბავშვის განწირულმა კივილმა მთელი მინდორი მოიცვა, ისე, რომ ტრაქტორის ძრავის ხმაც გადაფარა... მამა
You must have Flash Player installed in order to see this player.
სასაწრაფოდ გადახტა მანქანიდან და სათიბში სისხლში მცურავ გოგონას წაადგა, რომლისთვისაც სათიბს ორი ტერფი გადაეჭრა...


ასე დაიწყო პატარა რასას შოკისმომგვრელი ამბავი, რომელმაც მთელი საბჭოთა კავშირი აალაპარაკა.

თუმცა იმ წუთს, როდესაც მომაკვდავი პატარა იპოვეს, ნაკლებად თუ ვინმეს სჯეროდა, რომ მის გადარჩენას შეძლებდნენ.

ყვებიან, რომ იმჟამად სოფელში არ იყო არც საავადმყოფო, არც ტელეფონი. თუმცა ვიღაცამ მოისაზრა, რასას ტერფები ყინულებიან პაკეტში ჩადო და მაცივარში შედო. გოგონა სასწრაფოდ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მხოლოდ ის მოახერხეს, რომ სისხლდენა შეაჩერეს… ასევე მოხერხდა მოსკოვთან დაკავშირება. 3 წლის ლიტველი გოგონას გადასარჩენად მთელი საბჭოეთი ფეხზე დადგა, რასასთვის საჰაერო დერეფანი გაწმინდეს და მომაკვდავი გოგონას მოსკოვში ჩამოსაყვანად ლიტვაში ტუ-134-ის სპეციალური რეისი გაუშვეს.

ამბობენ, რომ გოგონას გადაჭრილი ტერფების უკეთ შესანახად გაყინული თევზიც კი გამოიყენეს. (წყარო)

სწორედ ამ დროს ამ ისტორიის
კიდევ ერთი მთავარი გმირი, ექიმი რამაზ დათიაშვილი ჩნდება, რომელის მიერ ჩატარებული ოპერაციის მსგავსი, მანამდე ჯერ არავის ჩაეტარებინა, მეტიც, მომხდარის შემდეგ ოპერაციით ამერიკელი ექიმები დაინტერესდნენ და... თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი:

ახალგაზრდა ქირურგი რამაზ დათიაშვილი, რომელიც მოსკოვის №51 საავადმყოფოში მუშაობდა, უკვე ღამის მოსკოვში ოპერაციისთვის აპარატურასა და დახმარებას ითხოვდა. როგორც იქნა, გამოჩნდნენ მსურველები, ბავშვთა ანესთეზიოლოგებიც მოძებნა და ფილატოვის სახელობის საავადმყოფოს მორიგე ექიმიც დაითანხმა, რომ საოპერაციო გამოეყო.

მომხდარიდან, დაახლოებით, 12 საათში უნიკალური ოპერაცია დაიწყო და 9 საათს გაგრძელდა.

მოგვიანებით რამაზ დათიაშვილი გაიხსენებს: "არ ვიცი, დრო როგორ გავიდა, ერთი ამოსუნთქვით გაკეთდა ოპერაცია, ერთიმეორის მიყოლებით ვაერთებდი არტერიას არტერიასთან, ნერვს ნერვთან... მყესებს, სისხლძარღვებს, კუნთებს..."

ოპერაციის დაწყებიდან 4 საათში დამხმარე ექიმებმა, ვეღარ გაუძლეს დატვირთვას და საოპერაციოდან გასვლა მოუწიათ.
რამაზ დათიაშვილს, ანესთეზიოლოგთან ერთად, ფაქტობრივად, მარტოს მოუწია ოპერაციის გაგრძელება.

9 საათის შემედეგ, როცა ქირურგმა უკანასკნელი ნაკერები დაადო, პაწაწუნა ტერფებმა ექიმის ხელებში ნელ-ნელა გათბობა დაიწყო... სისხლის მიმოქცევა აღდგა. ყველაფერი ცუდი უკან დარჩა... წინ კი პატარა გოგოს მთელი ცხოვრება იყო.

გონზე მოსულ რასას ექიმი თურმე ღიმილით დაპირდა, რომ საკუთარ ქორწილში ცეკვას აუცილებლად შეძლებდა...

დაპირება შესრულდა, როგორც ირკვევა, რასამ არა მხოლოდ საკუთარ ქორწილში იცეკვა, არამედ მომავალი მეუღლეც კი დისკოთეკაზე გაიცნო.


"პატარა ვიყავი, არ მახსოვს ბევრი რამ, მაგრამ ბიძია რამაზი იყო საოცრად თბილი და კეთილი, მახსოვს, ხშირად მიღიმოდა, მეხუმრებოდა, მომწონდა, მაგრამ თან მეშინოდა კიდეც მისი", - ასე იხსენებს რასა დღეს გადამრჩენელ ექიმს.

ამბობენ, როდესაც რასამ მიკერებული ტერფებით პირველი ნაბიჯები გადადგა, რამაზ დათიაშვილი ატირდა...

როგორ წარიმართა ოპერაციის შემდეგ რასას ცხოვრება?


გოგონას ოჯახში ყველაფერი რიგზე ვერ იყო, მომხდარის გამო მიყენებულ სტრესს მშობლებმა ვერ გაუძლეს და სმა დაიწყეს. რასას კი განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდებოდა, ამიტომ მისი გაშვილება გახდა საჭირო.

დღეს რასას თავისი ოჯახი - მეუღლე და ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილი ჰყავს. წლებია უკვე გერმანიაში ცხოვრობს, რამაზ დათიაშვილთან კი ურთიერთობას არ წყვეტს, ამბობს, რომ ბიძია რამაზი მისი მფარველი ანგელოზია. ამბობს იმასაც, რომ სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს, ფეხები ცუდ ამინდში თუ ახსენებს თავს. ძირითადად შარვლებს და გრძელ კაბებს იცვამს და საყვარელი ექიმისგან დარიგებებს კვლავაც იღებს.

სად არის და რას საქმიანობს დღეს რამაზ დათიაშვილი?

ქირურგი, რომელმაც მართლაც რომ სასწაული მოახდინა, საბჭოთა კავშირის დანგრევისთანავე, აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად:

რამაზ დათიაშვილი:
"ამერიკაში 1991 წელს ჩამოვედი, ისე, რომ ინგლისური ენა საერთოდ არ ვიცოდი. მიუხედავად ჩემი საბჭოთა რეგალიებისა, მომიწია თავიდან ჩამებარებინა გამოცდები, 5 წელი კი რეზიდენტურის გავლა მომიწია. მოკლედ, ყველაფერი თავიდან დავიწყე... ახლა უკვე პლასტიკური ქირურგიის პროფესორი ვარ შტატ ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტში Rutgers. რასას ოპერაციიდან მოკლე ხანში საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა მიკროქირურგთა დელეგაცია, სწორედ მაშინ შედგა პირველი ამერიკულ-საბჭოთა სიმპოზიუმი მიკროქირურგიაში, რომელზეც მომიწია მომეყოლა ამ ოპერაციის შესახებ. გარდა ამისა, წამყვანმა ამერიკულმა სამედიცინო გამოცემებმა არერთხელ გამოაქვეყნეს ჩემი სტატიები". (წყარო)

რამაზ დათიაშვილი ყვება, მსგავსი ოპერაციის გაკეთება მას მერე რამდენჯერმე მოუხდა, მათ შორის ამერიკაშიც, თუმცა რასას შემთხვევა მისთვის განსაკუთრებულია. ამბობს იმასაც, რომ რასასგან დღემდე განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობს, სწორედ ბიძია რამაზი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც რასამ დაურეკა და ახარა, რომ დედა გახდა...

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ანა გიორგაძემ
მკითხველის კომენტარი (22)
Manana
02 მარტი 2017 21:13
Zalian kargo ekimo,zalian kargo adamino!gaixare tkven ojaxtan ertad da kidev mravali pacientisatvis gechukebinot iseti didi bedniereba rogorc patara rasas. Didi sikvarulit gikitxavt manana.
nini
02 თებერვალი 2017 17:39
Gaixaret eqimo sadac xart
lali
23 დეკემბერი 2016 01:28
ბრავოოო:))უფალი გფარავდეთ ბატონო რამაზ:))
ლუხო
22 დეკემბერი 2016 10:35
ბარაქალა შენ ბატონო რამაზ!
..........................
ღმერთი შენშია . . .
ღმერთის შექმნილო, შენ ღმერთში ხარ, ღმერთი შენშია,
და, ღმერთმა უკვე გაპატია, თუ რამ შეგშლია. (ლ.)
გახსვს? ერთხელაც, ხიდი იწვოდა,
ფეხქვეშ სკდებოდა მუხის ფიცარი,
კაცმა რომ, ხელი გამოგიწოდა,
ის, ღმერთი იყო და ვერ იცანი.

. . . მინდორში გლახამ, რომ გთხოვა წყალი,
ღვინო რომ ასვი შენი დოქიდან,
იესო იყო, ჩვენი უფალი,
გამოსაცდელად, შენთან მოვიდა.

როცა მაცხოვრის ხელი მოგწვდება,
როცა გრძნობ ქვეყნად, მარტო არა ხარ,
შენც, სხვის ტკივილზე ცრემლი მოგწყდება,
ან სხვისი სევდის ალი გადაგწვავს,

. . .გთხოვ აღარა თქვა, რაც არ მოხდება,
გთხოვ ნუღარ იტყვი: ღმერთი არა მწამს.
*
2008წ ჯვართამაღლება

გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა