2016 წლის ყველაზე ხმაურიანი განქორწინებები (+ ფოტოგალერეა)
2016 წლის ყველაზე ხმაურიანი განქორწინებები (+ ფოტოგალერეა)
ფოტოგალერეა

 

ხმაურიანი ოჯახური სკანდალებისა და განქორწინებების გარეშე არც 2016 წელს ჩაუვლია. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანისა და სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას დაშორება შეიძლება წლის სენსაციადაც ჩავთვალოთ, რადგან წყვილი მუდმივად ღიად გამოხატავდა ერთმანეთისადმი განსაკუთრებულ გრძნობას, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კოდუას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნიდან მოუწია წასვლა.

„ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც ირაკლის ექნება პრობლემა და იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს მტრებს წარმოუდგენიათ.

ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით. მე ვიქნები მისი პრობლემების გვერდით, როგორც მისი მეგობარი. ირაკლისთან
You must have Flash Player installed in order to see this player.
უმაგრესი წლები, უმაგრესი წუთები, წამები მაკავშირებს, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ, როგორც ქალი და მამაკაცი, თორემ როგორც ადამიანები, ერთმანეთის ცხოვრებაში დავრჩით.

ასე რომ, ჩემი მტრები ძალიანაც ნუ გაიღიმებენ, მე და ირაკლი, როგორც ქალი და მამაკაცი თუ დავშორდით ერთმანეთს, ამას მხოლოდ ჩვენ ვგრძნობთ. რაც შეეხება ჩვენს მეგობრობას, ეს უცვლელია და ბოლომდე ასე დარჩება", - განაცხადა მათი

დაშორების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია ერეკლე
კოდუას ახალი შეყვარებულის შესახებ. სავარაუდოდ, უკრაინული წარმოშობის ლამაზმანი კატიკა დიდა გახდა ნანუკა ჟორჟოლიანისა და ერეკლე კოდუას დაშორების მიზეზი. ყოფილ მეუღლეებს საერთო ვაჟი ჰყავთ.

საზოგადოებისთვის ასევე მოულოდნელი იყო გიგი უგულავას და ლელა კილაძის დაშორების ამბავიც, საქმე ისაა, რომ გისოსებმიღმა აღმოჩენილ თბილისის ყოფილ მერს, მეუღლე თავდაპირველად გვერდით ედგა და იცავდა, მაგრამ შემდეგ როგორც ჩანს, ვითარება მკვეთრად შეიცვალა. მათი დაშორების შესახებ ინფორმაცია გიგი უგულავას „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:

"მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა- მოთქმა. მოკლედ, მე და ლელამ 6-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ.

ასე რომ, ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო! ჩვენ, ჩვენი ბავშვების გარდა, საერთო შვილი ალექსანდრე გვყავს, რომელზე ზრუნვა გაგვაერთიანებს", - ეწერა გიგი უგულავას პოსტში. უგულავას და კილაძეს საერთო ვაჟი, ალექსანდრე ჰყავთ.

მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ლელა კილაძესა და გუკა რჩეულიშვილს რომანი ჰქონდათ, ეს უკანასკნელი მანამდე მსახიობ მეუღლეს ნუცა კუხიანიძეს დაშორდა, რომელთანაც ერთი ქალიშვილი - კატო ჰყავს.

ლელა კილაძე და გუკა რჩეულიშვილი მალევე ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად, თუმცა მათი იდილია მალევე სამართალდამცავებმა დაანგრიეს, როდესაც "ცენტრ პოინტის" საქმეზე გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. ამ დროს ლელა უკვე ფეხმძიმედ იყო. "ჯერ შოკში ვარ, ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემს ცხოვრებაში. ბოლო წლების მანძილზე ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველა დაიჭირეს. გიგიც, მამაც, გუკაც. წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ მიწევს ცხოვრება", - განაცხადა ლელა კილაძემ "ამბები.გე"-სთან საუბრისას.

სასიხარულო აჟიოტაჟით დაიწყო ია ფარულავას და მუსიკოს ტარიელ სუარის ურთიერთობა. სუარმა ქართველ მსახიობს პირდაპირ "რუსთავი 2-ის" პროექტ "ნიჭიერის" მიმდინარეობისას, პირდაპირ ეთერში სთხოვა ხელი, რაზეც მან იასგან საჯარო თანხმობა მიიღო და მათი ჯვრისწერაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

თუმცა მათი ქორწინება არცთუ ხანგრძლივი გამოდგა და მათი სკანდალური კონფლიქტების თაობაზეც ჩვენში ბევრს ლაპარაკობდნენ.

"ასე და ამგვარად მივხვდი რომ ჩემნაირი უღირსი ადამიანი, შენს (პირადად ჩემთვის საქართველოს არაღიარებულ დედოფლის ) გვერდზე ყოფნას არანაირად არ ვიმსახურებ. ღმერთმა დაგლოცოს და იყავი ბედნიერი შენს მიშა პარიკმახერთან ერთად. პირადად მე, შენი, ანუ ჩემი ქალღმერთის ბედნიერებისათვის ვეცადე ყველაფერი გამეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ყველაფერი საკმარისზე ნაკლებიც არ აღმოჩნდა. ფაქტია, მე შენ სათანადოდ ვერ გაგიფრთხილდი, რის შედეგადაც როგორც მითხარი ყველაზე უბედურ ადამიანად გაქციე. დარწმუნებული ვარ შენს ცხოვრებაში, ჩემს შემდეგ სწორედ ის ადამიანი გამოჩნდება, ვინც შენს ულამაზეს სულსა და სხეულს (ჩემნაირი ავადმყოფი და ეშმაკეული ადამიანისაგან განსხვავებით) იმდენად გაუფრთხილდება, რომ მასზე საჭორაოდ მიშა პარიკმახერთან გაქცევა აღარ დაგჭირდება", - წერდა "ფეისბუკზე" ტარიელ სუარი, რომელიც იას ბოდიშსაც უხდიდა მიყენებული სტრესის გამო.

წელს დაშორდნენ ერთმანეთს მსახიობები ია სუხიტაშვილი და მიშა მესხი.

2016 წლის ყველაზე სკანდალური განქორწინება კი უდაოდ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორებაა. ჰოლივუდის ულამაზესი წყვილის ცხოვრება მუდმივად ყურადღების ქვეშ იყო და მათი სიყვარულისა თუ პრობლმების შესახებ მსოფლიო პრესაც მუდმივად წერდა. მიუხედავად ამ ინტერესისა, ჭორებისა და ათასი გაუგებრობისა, წყვილი წლების განმავლობაში ახერხებდა სამაგალითო ოჯახურ ცხოვრებას, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი...

2016 წლის 19 სექტემბერს, ანჯელინა ჯოლიმ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა.

დიდი აჟიოტაჟით დასრულდა ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის ქორწინებაც. შეუღლებიდან ერთი წლის შემდეგ გოგონამ მსახიობს ძალადობის გამო სასამართლოში უჩივლა. დეპს ფულადი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დაინგრა ლეონარდო დიკაპრიოს, ლედი გაგას, ტობი მაგვაიერის და ჯენიფერ ლოპესის ოჯახებიც.


იხილეთ ასევე: წლის დაოჯახება და 2016 - ის ყველაზე გახმაურებული ქორწინებები (+ ფოტოგალერეა)


იხილეთ ფოტოგალერეა

 

ეკა გადახაბაძე

 

მკითხველის კომენტარი (2)
lali
24 დეკემბერი 2016 17:00
ეს ნანულა კიდევ ყურადღების ცენტრშია?
magari tamuna
24 დეკემბერი 2016 01:03
ლედი გაგას მაინც რამ დაუნგრია ოჯახი,საინტერესოა, მაგას რა ვუთხარი... არადა, როგირ ოცნებობდა პატიოსან ოჯახზე, ვინ იცის...:) :)
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები