უცნობი საბჭოთა ავტომანქანები
უცნობი საბჭოთა ავტომანქანები
საბჭოთა და რუსულ ავტომობილებს ყველა კარგად იცნობთ, მაგრამ კონკრეტულად ამ ეგზემპლარებზე ბევრს წარმოდგენა არ აქვს.
გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ 10 ისეთი ავტომობილი, რომელთა სერიულ წარმოებაზე რუსები სერიოზულად ფიქრობდნენ. ეს გახლავთ 10 კონცეპტუალური მოდელი, რომელთა უმეტესობის მხოლოდ თითო ეგზემპლარი არსებობს.

1. АЗЛК-2144 "Истра" (1988).


ეს არის АЗЛК-ის ქარხნის მიერ 1988 წელს წარმოებული ავტომობილი, რომელიც ერთადერთ ეგზემპლარადაა წარმოდგენილი, სერიულ წარმოებაში კი არასდროს ჩაშვებულა. როგორც ფოტოზეც ხედავთ, მანქანას არ აქვს ცენტრალური საყრდენი. აქვს ორი გრძელი კარი, რომლებიც ვერტიკალურად,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ზემოთ იღება. სხვათა შორის, ამ მანქანას ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს.

2. ВАЗ-2106 "Турист" (1976).


ეს კი ვაზ 2106-ის ბაზაზე შექმნილი პიკაპია. პერსპექტივაში (მხოლოდ პერსპექტივაში) მას სრული ამძრაობაც უნდა ჰქონოდა, მაგრამ ქარხნის დირექციამ ეს კონცეპტი პირველივე ნახვის შემდეგ დაიწუნა.

3. МАЗ 2000 "Перестройка" (1988).


ეს გახლავთ 1988 წელს, რუსების მიერ პარიზის ავტოშოუზე წარდგენილი სატვირთო ავტომობილი "მაზ პერესტროიკა", რომელსაც ხსენებულ გამოფენაზე სულაც არ ჰქონდა უარყოფითი გამოხმაურება, მაგრამ რუსებმა სერიული წარმოება მაინც არ (ან, ალბათ უფრო ვერ) დაიწყეს.

4. ВАЗ-2103 "Универсал" (1976).

ვაზ 2103 საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული
მოდელი იყო და, როგორც ხედავთ, რუსებს მისი კომბი-ვერსიის გამოშვებაზეც სერიოზულად უფიქრიათ. ამ იდეის მიზანი უფრო ევროპის ბაზარი იყო. შეიქმნა სულ სამი ეგზემპლარი, სერიული წარმოება კი არასდროს დაწყებულა.

5. ЗИС-Спорт (1939).

ეს კი სპორტული ავტომობილის შექმნის მცდელობაა, თანაც, 1939 წელს. შეიქმნა ЗИС-ის ქარხანაში, ЗИС-101-ის შასიზე. (გაგრძელება)
მკითხველის კომენტარი (1)
გიგილო
22 დეკემბერი 2016 13:37
კაცო, მოაშორეთ-მეთქი ეს ჯართი აქედან.
არ შაჭამეს ტვინი???
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები