მატება ღარიბაშვილის, ვასაძის, მღებრიშვილისა და სხვათა ოჯახებში - 2016 წლის ახალშობილები (+ ფოტოგალერეა)
მატება ღარიბაშვილის, ვასაძის, მღებრიშვილისა და სხვათა ოჯახებში -  2016 წლის ახალშობილები (+ ფოტოგალერეა)
27-12-2016
2016 წელს პატარას დაბადებამ ბევრ ოჯახში უდიდესი სიხარული შეიტანა, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ოჯახებშიც. წარმოგიდგენთ ახალშობილებს, რომლებიც ქვეყნას 2016 წელს მოევლინნენ და ცნობილი მშობლებისა თუ ბებია-ბაბუების წყალობით, დაბადებისთანავე საზოგადოება აალაპარაკეს.

ფოტოგალერეა


ამ წელს ბაბუა გახდა საქართველოს პრეზიდენტი. 11 ივლისს, გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილს, ანა მარგველაშვილს, გოგონა შეეძინა. პატარას ანასტასია დაარქვეს.

ანა მარგველაშვილის ქალიშვილი, ანასტასია

მესამე შვილის მამა გახდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. ახალშობილს ალექსანდრე დაარქვეს. გიორგი მღებრიშვილსა და ნინო გედევანიშვილს ალექსანდრეს გარდა, ორი შვილი - ელენე და ბუჩა ჰყავთ.

ამ წელს კიდევ ერთი პოლიტიკოსი გახდა ბაბუა. "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ ლიდერს, ირაკლი ალასანიას ვაჟს, ნიკოლოზ ალასანიას და ნუცა ადამიას გოგონა ეყოლათ.

მეოთხე შვილის მამა გახდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მას და ნუნუკა თამაზაშვილს სამი ვაჟის შემდეგ ნანატრი ქალიშვილი ნინო შეეძინათ.
"მე და ნუნუკას მე-4 შვილი შეგვეძინა! ნინო ღარიბაშვილი! ვამაყობ ჩემი მეუღლით"! - დაწერა სოციალურ ქსელში ქალიშვილის დაბადებით გახარებულმა მამიკომ.

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი შვილებთან, გაბრიელსა და ნინოსთან ერთად

ვაჟის მერე ქალიშვილი შეეძინა ტელეწამყვან ლელა მებურიშვილს და დავით საგანელიძის ძმისშვილ ბაჩო საგანელიძეს. ლელამ ორივე შვილი აშშ-ში გააჩინა. ლელასა და ბაჩოს პირველი ვაჟი ალექსანდრე ჰყავთ, გოგონას კი ლილი დაარქვეს.

მეორე ბიჭის დედა გახდა მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი. მსახიობმა ამერიკაში იმშობიარა და ახალშობილს ნიკოლოზი დაარქვა. ეკას პირველი ქორწინებიდან ბიჭი ჰყავს, ლუკა ნაკაშიძე.

მეოთხე შვილის დედა გახდა, ყოფილი მოდელი და სამოდელო სააგენტო "ლუქ მოდელსის" ხელმძღვანელი ნინო ცქიტიშვილი. პატარა ანდრია ნაცვლიშვილი 15 აგვისტოს დაიბადა. ნინოსა და მის მეუღლეს, ყოფილ კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილს 4 შვილი ჰყავთ - თაკო ნაცვლიშვილი, რომელიც, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ უკვე საკმაოდ პოპულარული მოდელია, 11 წლის გუგა, 9 წლის ანა და პატარა ანდრია.

2016 წელს ბიჭის მშობლები გახდნენ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და მსახიობი ლევან ხურცია. პატარა ალექსანდრე ხურცია ქვეყანას 9 ივნისს მოევლინა. მარიამისთვის ეს მეორე შვილია, მას პირველი ქორწინებიდან კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს.

მესამე შვილის მამა გახდა მომღერალი გურამ ლომიძე. მას და ტელეწამყვანსა და მსახიობს, ივანა მელაის 2 დეკემბერს გოგონა შეეძინათ. ბავშვს ელისაბედ-ნატალი დაარქვეს. გურამ ლომიძეს პირველი შვილი - 12 წლის ნიკა ხატია შამუგიასთან ჰყავს, მეორე შვილი ლიამი კი ამერიკელ მეუღლესთან, რომელსაც უკვე კარგა ხანია დაშორდა.

2016 წელს დედა გახდა მომღერალი მარიკა თხელიძე. პატარა 28 ივლისს დაიბადა და ნიკუშა დაარქვეს.

კიდევ ერთი შვილის მამა გახდა ლევან ვასაძე. 2016 წლის ივლისში ლევან ვასაძესა და მის მეუღლეს, ნინო დურგლიშვილს მე-8 შვილი ეყოლათ. ამის შესახებ თავის დროზე AMBEBI.GE წერდა. ახლაშობილ გოგონას ანა დაარქვეს. მის დაბადებამდე წყვილს ოთხი ვაჟი და სამი გოგონა ჰყავდა.

2016 წლის 5 მაისს მომღერალ სალომე ბაკურაძეს და ტელეპროდიუსერ ლაშა ბასლანაძეს ბიჭი შეეძინათ, ბავშვს ალესანდრო დაარქვეს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში სალომემ აღნიშნა, სახელი ალესანდროს მისი მეუღლისთვის, რომელიც იტალიური ფეხბურთის ფანია, სხვა
You must have Flash Player installed in order to see this player.
დატვირთვაც აქვს: "იუვენტუსი" და ალესანდრო დელ პიერო, მოკლედ მთელი იტალიაა ჩართული ამ სახელში".

წელს ქალიშვილის მამა გახდა ქვეყნიდან გაქცეული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც. მან და მისმა მეუღლე სოფო ჩიქოვანმა პატარას ლიზა დაარქვეს.

იხილეთ ფოტოგალერეა


მურმან მარუაშვილი
04 იანვარი 2017 12:18
ღმერთმა უმრავლოს ირაკლი ღარიბაშვილის მზგავსი მამულიშვილები საქართველოს!
დათო
29 დეკემბერი 2016 10:55
ყველას ულოცავ და აქვე ღარიბაშვილს მივმართავ, ვთხოვ დაბრუნდი პოლიტიკაში!!!!!!!!!!
სხვა სიახლეები
Wandering Girl ("მოხეტიალე გოგონა") - ასე ქვია ფოტოალბომს, რომელიც მსოფლიოში წამყვანი მოდური გამოცემის VOGUE -ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და მასში მსახიობ მარინა ჯანაშიას შვილიშვილის მოდელის მარიტა ჯანაშიას ფოტოებია.
დაწვრილებით...
მსოფლიოს უამრავ საოცრებათა შორის აღსანიშნაია მიუვალ მთებში საუკუნების წინ აგებული სამონასტრო კომპლექსები.
დაწვრილებით...
2017 წლის 11 იანვარს, 51 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მეტრომ პირველი მგზავრები მიიღო.
დაწვრილებით...
ქართულ ფილმებში არაერთმა არაქართველმა მსახიობმა ქალბატონმა შექმნა იმდენად შთამბეჭდავი სახე, რომ ისინი ქართველ მაყურებელს დღემდე ახსოვს
დაწვრილებით...
საფრანგეთში 2017 წლის 11 იანვრიდან კინოეკრანებზე გამოდის ფილმი "სტალინის დივანი", რომლის რეჟისორი ფანი არდანია, სტალინის როლს კი ჟერარ დეპარდიე ასრულებს.
დაწვრილებით...
"30 დეკემბერს ამ ცნობილ უცნობ საიუველირო სახლში, პარიზის მერვე ოლქში, ორმოცი წლის ელეგანტური, ანუ როგორც "თბილისი" იტყოდა " იმპოზანტნი" მამაკაცი შევიდა და წარუდგა, როგორც ძვირფასი ბიჟუტერიის სპეციალისტი, რომელიც ერთი უცხოელისათვის 5,5 მილიონი ევროს ძვირფასეულობის შეძენას აპირებდა"
დაწვრილებით...
მეჰრიბან ალიევა - აზერბაიჯანის პირველი ქალბატონი, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი და კეთილი ნების ელჩი "იუნესკო"- ში.
დაწვრილებით...
ახალი, 2017 წელი ქართველმა პოლიტიკოსებმა სხვადასხვაგვარად აღნიშნეს.
დაწვრილებით...

პარლამენტარ ადა მარშანიას ფოტომ, რომელზეც ქალბატონი დეპუტატი პარლამენტის დარბაზში ფრჩხილებს იწესრიგებს, ქართული ინტერნეტ სივრცე შემოიარა და ვებმომხმარებელი გაამხიარულა.

დაწვრილებით...

ხმაურიანი ოჯახური სკანდალებისა და განქორწინებების გარეშე არც 2016 წელს ჩაუვლია

დაწვრილებით...
ბინა 48 თვიანი შიდა უპროცენტო
ქირავდება 2-ოთახიანი ბინა დღიურად თვიურად
იყიდება კერძო სახლი ბაგების ბოლოს,
ქირავდება ახალი გარემონტებული კორპუსის ბინა,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები