"სტალინის დივანი" და ბელადის ფსიქოანალიზი - სტალინის როლში ჟერარ დეპარდიე - კვირის პალიტრა

"სტალინის დივანი" და ბელადის ფსიქოანალიზი - სტალინის როლში ჟერარ დეპარდიე

საფრანგეთში 2017 წლის 11 იანვრიდან კინოეკრანებზე გამოდის ფილმი "სტალინის დივანი", რომლის რეჟისორი ფანი არდანია, სტალინის როლს კი ჟერარ დეპარდიე ასრულებს.

ფილმი ფრანგულ-პორტუგალიურმა კომპანია "Leopardo Filmes"-მა გადაიღო, ხოლო კოსტუმებზე და რეკვიზიტებზე პასუხისმგებელი "Мосфильм" იყო.

კინსურათს საფუძვლად დაედო ფრანგი მწერლის ჟან-დანიელ ბალტასატას 2013 წელს გამოსული რომანი, რომლის სიუჟეტში აღწერილია 50-იან წლებში საბჭოთა კავშირში მომხდარი ფაქტი. ახალგაზრდა მხატვარს დანილოვს დაავალებენ შექმნას ბელადი მონუმენტი სახელწოდებით "ხალხის მამა".

თრეილერის მიხედვით, ჩანს, რომ სტალინი ძველ სასახლეში, საყვარელ ლიდიასთან ერთად არის, რომელიც, როგორც ჩანს, ფროიდისეულ დივანზე სტალინს ფსიქოანალიზის სეანსს უტარებს.