როგორ შენდებოდა მეტრო თბილისში და მისი პირველი მგზავრები (+ უნიკალური ფოტოარქივი)
როგორ შენდებოდა მეტრო თბილისში და მისი პირველი მგზავრები (+ უნიკალური ფოტოარქივი)
ფოტოგალერეა

2017 წლის 11 იანვარს, 51 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მეტრომ პირველი მგზავრები მიიღო.

თბილისში მეტროპოლიტენის გაყვანის იდეა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა. თბილისის მთავარი არქიტექტორის ზაქარია ქურდიანის ინიციატივით, 1940 წელს თბილისში რამდენიმე ადგილას გარკვეული სიდიდის მოედნებზე მიწის ბურღვა და საინჟინრო საქმიანობა დაიწყეს, თუმცა წამოწყებული საქმე 1941 წელს დაწყებული ომის გამო შეჩერდა.

როგორც ცნობილია, მეტროპოლიტენის მშენებლობაზე პრეტენზიას აცხადებდა ისეთი ქალაქი, რომლის მოსახლეობის რაოდენობა მილიონ ადამიანს მაინც შეადგენდა. იმ
You must have Flash Player installed in order to see this player.
დროისთვის თბილისის მოსახლეობის რაოდენობა ჯერ კიდევ შორს იყო მილიონისაგან. თუმცა 1951 წლის 25 აგვისტოს სსრკ-ს მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყების შესახებ. მშენებლობის უფროსად გიორგი ნასიძე დაინიშნა, ხოლო მის პირველ მოადგილედ - ვიქტორ გოცირიძე.

პირველი მოსამზადებელი სამუშაოები 1952 წელს მარჯანიშვილის მოედანთან დაიწყეს. 1966 წლის 10 იანვარი, 17:00 სთ-ზე მეტროპოლიტენის პირველი რიგის გაშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა, ხოლო 11 იანვრის 00:06 საათიდან თბილისის მეტროპოლიტენმა მგზავრების მიღება დაიწყო. მეტროს მგზავრები გადაჰყავდა პირველი რიგის პირველ უბანზე ანუ სადგურ "დიდუბიდან" - "რუსთაველის
მოედნამდე". ადამიანები გაოცებულები დგებოდნენ ესკალატორებზე, გაბრწყინებული თვალებით ათვალიერებდნენ სადგურებს.

1966 წლიდან 1989 წლამდე თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურა მოიცავდა 21 სადგურს და ორ ხაზს. 90-იან წლებში კი მეტრო წარმოადგენდა ერთადერთ სატრანსპორტო საშუალებას ქალაქში, რომელიც შეუფერხებლად ემსახურებოდა მგზავრებს და ყოველდღიურად 700-800 ათასი მგზავრი გადაყავდა. 2000 წლიდან გაგრძლედა მეტროს ქსელის გაფართოება და გაიხსნა ახალი სადგური ვაჟა-ფშაველა, 2017 წელი კი იქნება კიდევ ერთი ისტორიული წელი მეტროსთვის, ვინაიდან წლეულს მეტროს ახალი სადგური - "სახელმწიფო უნივერსიტეტი" გაიხსნება.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე
ბიძინა
03 თებერვალი 2017 10:23
მეტრო იყო, არის და კიდევაც იქნება სატრანსპორტო მნიშვნელობის არტერია დედაქალაქისთვის
მეტროს მშენებლობის შემდგომ გაგრძელებაში ვ. მჟავანაძესთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვით გ. ჯავახიშვილს, ძმები გოცირიძეების დამსახურება განუსაზღვრელია, ე. შევარდნაძეს, თ. მენთეშაშვილს, ვ. გაბუნიას, ნ. ლეკიშვილს, ბ. შოშიტაიშვილს, დიდი დამსახურება მიუძღვის სამოქალაქო ომის დროს მეტროს გადარჩენაში უ. გოჯიაშვილს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი არსებობის პერიოდში მასზე იზრუნა, თვით 21-ე საუკუნის დასაწყისში გაიხსნა ახალი სადგური ვაჟა-ფშაველა, მადლობას იმსახურებს იმდროინდელი ხელმძღვანელობა.
მეტრო იყო, არის და კიდევაც იქნება სატრანსპორტო მნიშვნელობის არტერია დედაქალაქისთვის. სამწუხაროა და საწყენია რომ ათასობით ადამიანების ნაღვაწი, მილიონობით ადამიანებისათვის სიამოვნების მიმნიჭებელი უზარმაზარი დამსახურების მქონე ორგანიზაცია დღეს ფაქტიურად აღარ არსებობს. ეგებ ვიფიქროთ მის წარსულზე და ასეულობით პროფესიონალის დამსახურებაზე, რომლებიც უცხოეთში არიან გადახვეწილნი.
და ნურც მეტროპოლიტენელებს დაავიწყდებათ საიდან მოდიან, გოდორი ოდესღაც ყველას დასჭირდება


მადლობა ავტორს ამ წერილისთვის

პატივისცემით,
ბიძინა სონღულაშვილი
02.02.2017წ.
18 იანვარი 2017 11:05
უბედურება ის არის,რომ გლახუნ-გლახაკებს ჩაუვარდათ ქვეყანა ხელში.მასონთა ფულით ნასაზრდოვებებს.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა