ანიმაციური პრინტები, თავისუფალი და გრძელი კაბები, ქურთუკები, ანუ 2017 წლის წამყვანი ტენდენციები - კვირის პალიტრა

ანიმაციური პრინტები, თავისუფალი და გრძელი კაბები, ქურთუკები, ანუ 2017 წლის წამყვანი ტენდენციები

თითქმის მთელ მსოფლიოში, მოდის კვირეულები ყოველწლიურად ტარდება, თუმცა პარიზი, ნიუ-იორკი, კოპენჰაგენი, ლონდონი და მილანი სილამაზის თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ტენდენციების პირველწყაროდ მიიჩნევა, როგორც წამყვანი პირველი ხაზის კოლექციის, ასევე ყოველდღიური ცხოვრების ე.წ "ქუჩის მოდის" სტილის.

ფერან ჩიარა, ჯოვანა ბატაგლია, ანა დელო რუსო, ოლივია პალერმო, კაროლინა იშა, კრისტინა ბაზანი და სხვა... ეს დიზაინერები და მათი შემოქმედება მსოფლიო მოდის საზოგადოების ყურადღების საგნად იქცა და მათი მიმართულების იდენტიფიცირება ძირითადად "ქუჩის მოდის" სტილთან ხდება.

თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში ახალი კოლექციების წარდგენა პოდიუმზე ხდება, თუმცა მისი დემონსტრაცია უკვე ქუჩებში, ბლოგებსა და სოციალურ ქსელებშიც გვხვდება, რაც მოდურად ჩაცმის მოყვარულთათვის დიდ შთაბეჭდილებასთან ერთად, შთაგონების წყაროდაც იქცა.

მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ 2017 წლის წამყვანი ტენდენციები.

ქუჩის მოდის მთავარი მახასიათებელია ის, რომ გამოიყურებოდე თანამედროვედ, მოდურად და მთავარია, სამოსში თავს გრძნობდე კომფორტულად და თანამედროვე ტენდეციებთან ჰარმონიულად. ასევე მნიშვნელოვანია გამოიყურებოდე სხვებისგან განსხვავებულად, თუმცა სტილი ითვლებოდეს ტრენდულად.

დიზაინერების თქმით, წელს მოდა იქნება საკმაოდ ნათელი და კომფორტული. იტალიელი დიზაინერი ჯოვანა ბატაგი გვირჩევს, არ შეგვეშინდეს ფერების ექსპერიმენტების, ხოლო ვალენტინო ძირითად მიმართულებად სამოსზე ანიმაციურ პრინტებს გვთავაზობს. ამ ტენდენციას ასევე მხარი დაუჭირეს "მიროსლავას თათბირზე", რომელზეც მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები და კრიტიკოსები მოდურ ტენდენციებს განიხილავენ.

ახლახან გამართული შეკრებისას არჩევანი სწორედაც სამოსზე ყვავილების პრინტებზე შეაჩერეს. სამოსზე ტროპიკული ყვავილების, ფოთლების ნიმუშების და ხელისგულის ანაბეჭდების პრინტები 2017 წელს საკმაოდ ტენდენციურად ჩაითვლება .

ბუნებრიობა, ნეიტრალური ნათელი ფერების გრადაცია არ მიიჩნევა მოსაწყენად და საკმაოდ ჰარმონიულ გამოსახულებას გვაძლევს, რაც შეიძლება სტილის შექმნის მოსამზადებელ კლასიკურ ბაზად მივიჩნიოთ.

წელს ასევე თანამედროვე იმიჯის ჩამოყალიბებაში წამყვანი როლი ბეწვეულსა და კლასიკურ, დახვეწილ, მაგრამ თავისუფალი სტილის ქურთუკებს მიენიჭება.

"ქუჩის სტილი" დომინანტური და მრავალფენიანი ტენდენცია გახდება, ასე, რომ თანამედროვე მოდის ტენდენციებს არ აშინებს ფუფუნებისა და მასობრივი ბაზრის გაერთიანდება.

არ მოერიდოთ იმას, რაც ბრწყინავს, ახალი მოდური წელის დამახასიათებელია ყველაფერი, რაც ანათებს: წარწერები, ლოგოები და ა.შ.

ყურადღება მიაქციეთ ჰავაის კულტურას - სამოსს, მის ყვავილების შაბლონებით გაფორმებას - ფოთლოვანი მოტივები, ეთნიკური ნიმუშების პრინტები, მოცულობითი მანჟეტები, რთული გრაფიკული ნიმუშებით აწყობილი ქსოვილები, ხავერდოვანი და ზამშის ნაწარმის კომბინაციები 80-იანი წლების მსგავსად, კვლავ აქტუალურია. შედეგად, სხვადასხვა ფაქტურის ნიმუშებით მიიღეთ შთაგონების ენერგია და შეეცადეთ შეიქმნათ ნათელი და დასამახსოვრებელი ინდივიდუალურობა.

სპორტული და ამავდროულად სექსუალური სტილი დიდი ხანია, რაც გასცდა სპორტულ დარბაზებსა და ფიტნეს ცენტრებს. შედეგად ამ ტრენდს შეუძლია შექმნას სრული ჰარმონია შეუთავსებელ სტილებს შორის. კლასიკური კაბები და სპორტული ფეხსაცმელი, სპორტული შარვლები და კლასიკური მაისურები და ა.შ.

თუ თქვენ ვერ ახერხებთ გარდერობი შეავსოთ წლის მოდის ტენდენციების შესაბამისად, შეგიძლიათ, აქცენტი, უბრალოდ, უჩვეულო ჩანთაზე შეაჩეროთ - აირჩიოთ ნათელ ფერებში ნაქარგი, ნაქსოვი ან თუნდაც მძივებით მორთული, რაც თავის მხრივ განსხვავებული და მოდური იქნება, ამავდროულად კი თანამედროვე სტილს მკვეთრ ხაზს გაუსვამს.

ცალსახაა, რომ წელს მოდას სილუეტის აბსოლუტური თავისუფლება ახასიათებს. შესაბამისად, სტილის კანონები განუსაზღვრელია, აქცენტი კეთდება თავისუფალ სამოსზე, რომელსაც მკვეთრად განსაზღვული სტანდარტული ზომა არ აქვს.

წამყვანი ჰიტი იქნება თავისუფალი და გრძელი კაბები, ქურთუკები, კარდიგანები და ჟაკეტები, რაც ნაზად გამოკვეთს სილუეტს და მის დინამიურობასა და სიმსუბუქეს ინარჩუნებს. ამიტომ შეგიძლიათ აღარ დააყოვნოთ და რამდენიმე "ოვერსაიზით", ანუ სრული ზომის სამოსით განაახლოთ თქვენი გარდერობი.

გვანცა ხაინდრავა (სპეციალურად საიტისთვის)