ბოლო კადრი - ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოები - კვირის პალიტრა

ბოლო კადრი - ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოები

ფოტოგალერეა

“რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი რაღა არის? სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.” - წერს ცნობილი ქართველი მწერალი გოდერძი ჩოხელი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში „ადამიანთა სევდა“, უფრო ადრე კი  ქართველმა გენიოსმა ვაჟა-ფშაველამ ლექსში „მოგონება“ დაწერა: „ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა...“

ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ სიკვდილს ვერავინ გაექცევა, თუმცა მოკვდავთ ეს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე... გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ცნობილი ადამიანების სიცოცხლის ბოლო პერიოდში, მეტიც, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული.

1915 წელი იყო, 27 ივლისი. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ვაჟა-ფშაველა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში (ახლანდელი თსუ პირველი კორპუსი) გახსნილ წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ლაზარეთში პლევრიტით იწვა. ვაჟამ მინდვრის ყვავილები მოითხოვა. როგორც ამბობენ, თხოვნა აუსრულეს. ვაჟას გარადცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული ფოტო, რომელზეც ის მოწყალების დებთან ერთადაა აღბეჭდილი...

ადოლფ ჰიტლერის ფოტო მის სიკვდილამდე 2 დღით ადრეა გადაღებული. ის ბუნკერიდან ბერლინის ნგრევის სანახავად გამოვიდა. მან 1945 წლის 30 აპრილს მოიკლა თავი. აბრაამ ლინკოლნის მკვლელობამდე გადაღებული ფოტო კი გენერალ ულის გრანტის ფოტოალბომში აღმოაჩინეს, ის 1865 წელსაა გადაღებული. ჯონ ლენონის ფოტოზე მარჯვნივ დაფიქსირებულია მომღერლის მკვლელი, რომელიც მასთან ავტოგრაფისთვის მივიდა. რეპერი თუფაქ შაკური ფოტოზე, მენეჯერთან ერთად, მანქანაში ზის, ის 1996 წლის 13 სექტემბერს ამ კადრიდან რამდენიმე წუთში ამავე ავტომობილში ჩაცხრილეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე