"სოხუმში სულ სხვა სინათლე და სითბოა" (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

"სოხუმში სულ სხვა სინათლე და სითბოა" (ფოტოგალერეა)

ფოტოგალერეა

"დარჩენილ ცხოვრებას სოხუმთან საუბარში გავატარებდი... მარტო იქ ვამბობ სიტყვას "მოვედი". სოხუმში სულ სხვა სინათლე და სითბოა. ზღვა მზის სხივებს ირეკლავს და ფერებიც უფრო ექსპრესიულია, სიმწვანე ზეიმში გადადის. ერთხელ საოცრად მოთოვა - ვარდისფერგადაკრული მზე ლურჯ ზღვაში ეშვებოდა, თოვლი სითეთრით ქალის კანს მოგაგონებდათ... კოსმიური კოსმეტიკით მხიბლავდა სოხუმი და გაგრა... ზღვის უზარმაზარ სივრცესთან ხომ ლაპარაკიც შეგიძლია? ტკივილამდე მონატრებულ კუთხეში ქართველთა და აფხაზთა სიწმინდეებია, რომელთა შენებასაც საუკუნეები მოვანდომეთ, ერთად ვაგებდით, ვქმნიდით სიყვარულით, მხარში დგომით... დღეს უკვე ძალიან ბევრი რამ დაგვიგროვდა სათქმელი, გასაზიარებელი... ერთად ყოფნამდე სიყვარული მიგვიყვანს", - ეს არის ამონარიდი მწერალ გურამ ოდიშარიას ერთ-ერთი ინტერვიუდან და ყველა ჩვენგანის სათქმელსაც ამბობს. (წყარო)

ინტერნეტში აღმოვაჩინე სოხუმის ფოტოები, რომელიც 1950-იან წლებშია გადაღებული. მონატრებული მხარე, რომელიც ჩვენია და სადაც აუცილებლად დავბრუნდებით, ადგილი, რომელიც დღეს ერთდროულად სიყვარულის და დიდი ტკივილის სინონიმია, მხარე რომელიც საქართველოს მთლიანობის მთავარი პირობაა. ულამაზესი ბუნება და შავი ზღვის პალმებიანი სანაპირო ერთ-ერთ ვებგვერდზე ჰავანასაც კი შეადარეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ