ბჰუტანის ულამაზესი დედოფლის ზღაპრული ცხოვრება - კვირის პალიტრა

ბჰუტანის ულამაზესი დედოფლის ზღაპრული ცხოვრება

ფოტოგალერეა

მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებს სამეფო წყვილის - პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ყველა ნაბიჯს, თუმცა ცოტამ თუ იცის რამე ბჰუტანის დედოფალის, ჯეცუნ პემა ვანგჩუკის შესახებ.

ბჰუტანი - ეს არის ინდოეთსა და ტიბეტს შორის მოქცეული პატარა, იდუმალი ქვეყანა. ცივილიზაციისგან შორს მყოფი ბჰუტანი მნახველებს აჯადოებს ველური ბუნებითა და სანახაობრივი პეიზაჟებით. ბჰუტანს მეორენაირად "ცეცხლის მფრქვეველი დრაკონის მიწას" უწოდებენ.

წლების განმავლობაში ბჰუტანი იზოლირებული იყო მთელი მსოფლიოსგან, რაც განპირობებული იყო როგორც მისი ბუნებრივი, ისე პოლიტიკური მდგომარებით. მხოლოდ 40 წლის წინ, სამეფომ კვლავ გააღო საკუთარი ქვეყნის კარი. 1999 წელს კი, ბჰუტანში ინფორმაციულ-ტექნოლოგიური რევოლუცია მოხდა - ხელისუფლებამ გააუქმა აკრძალვა ინტერნეტისა და ტელევიზიის შესახებ.

25 წლის ჯეცუნ პემა ვანგჩუკსა და მის 36 წლის მეუღლეს, ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკს, "ჰიმალაელ ქეითსა და უილიამს" ეძახიან. აქ საჯაროდ სიყვარულის გამოვლინება დაშვებული არ არის, თუმცა ჯეცუნი და ჯიგმე ხალხის წინ სითბოს ჩვენებას არ ერიდება.

მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ქვეყნის მმართველები მხარ უჭერდნენ მრავალცოლიანობას, ჯიგმემ ამ ტრადიციას წერტილი დაუსვა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ ჯეცუნ პემა მისი ერთადერთი მეუღლე იქნება.

ჯეცუნი უბრალო ოჯახიდანა. მამამისი პილოტია, ხოლო დედა ბჰუტანის მეორე მეფის ცოლის ბიძაშვილი. დაწყებითი განათლება ჯეცუნმა ინდოეთში მიიღო. იცის ინგლისური და ჰინდი.

სხვათა შორის, ჯეცუნ პემასა და ქეით მიდლტონს ბევრი საერთო აქვთ. ჯეცუნი ქეითის მსგავსად დაკავებული იყო სპორტით და იყო სკოლის კალათბურთის გუნდის კაპიტანი გახლდათ. ამასთან, ჯეცუნსა და ქეითს აერთიანებთ ერთნაირი სოციალური პოზიცია: ჩართულები არიან საქველმოქმედო საქმიანობაში და ორივე გატაცებულია ხელოვნებით.

საინტერესოა ისიც, რომ ბჰუტანის დედოფალს საკუთარი ინსტაგრამი აქვს. მას ერთ-ერთ ლამაზ პირველ ლედად მოიხსენიებენ. ბჰუტანის მაცხოვრებლები მას სამაგალითო დედოფლად მიიჩნევენ, ხალხს ის განსაკუთრებულად უყვარს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ბჰუტანი - ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს