ქალები, რომლებიც მამაკაცებს ტოლს არ უდებდნენ - ვინ იყო პირველი ქალი სამურაი, პრეზიდენტი, პარლამენტარი და ა.შ.
ქალები, რომლებიც მამაკაცებს ტოლს არ უდებდნენ - ვინ იყო პირველი ქალი სამურაი, პრეზიდენტი, პარლამენტარი და ა.შ.
გაიცანით ქალბატონები, რომელთაც პირველებმა შეძლეს რთულ და განსაკუთრებულ საქმეში თავი წარმოეჩინათ და მამაკაცებისთვის ტოლი არ დაედოთ.

ფოტოგალერეა

პირველი ავტომრბოლელი

ელიზაბეთ იუნეკი 1900 წელს დაიბადა. ის საშუალო ფენის ოჯახში იზრდებოდა, 21 წლის ასაკში კი ახალგაზრდა ბანკირს მისთხოდა. როგორც აღმოჩნდა ელიზაბეთის მეუღლე ავტომოყვარული იყო და 1922 წელს მათ ერთად მიღეს მონაწილეობა რბოლაში, სადაც ის მექანიკოსის როლს ასრულებდა. რბოლების შემდეგ ვინსენტი პირველ მსოფლიო ომში მიღებულმა ჭრილობებმა შეაწუხა და იძულებული გახდა პირველობა ახალგაზრდა ელიზაბეთისთვის დაეთმო.
You must have Flash Player installed in order to see this player.
1926 წელს მან ევროპის მასშტაბით გამართულ ტურნირებში იმონაწილევა. იმ პერიოდის ჟურნალისტებმა მას "საჭის დედოფალი" დაარქვეს. ის ავტოსპორტის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მრბოლელი ქალი.

პირველი სტიუარდესა

დღეს ბევრი ლამაზი გოგონა მუშაობს ავიაკომპანიებში სტიუარდესას - ბორტგამცილებლის პოზიციაზე, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში ამის შესახებ ისინი ვერც კი იოცნებებდნენ. პირველი სტიუარდესა ამერიკელი ელენ ჩერჩია. ის აიოვას შტატში ექთნად მუშაობდა, თუმცა ოცნებობდა, რომ მფრინავი გამხდარიყო. ოცნების ასასრულებლად მან მფრინავთა კურსიც კი გაიარა, თუმცა ავიაკომპანიაში შესთავაზეს შეეკრიბა 25 წლამდე ქალბატონთა 7-კაციანი ჯგუფი, რომლებიც ექთნები იქნებოდნენ და მათი
წონა 52 კილოზე მეტი არ იქნებოდა. როგორც ცნობილია, ამ პერიოდში საზოგადოება ერიდებოდა თვითმფრინავით მგზავრობას, მათი შიშის გასაქრობად და უსაფრთხოებისთვის ექთნები ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა. 1930 წლის 15 მაისს, ელენი ბორტგამცილებლის სტატუსით სან-ფრანცისკო - შაიენის რეისს პირველად გაჰყვა, რის შემდეგაც ყველა
ავიაკომპანიამ გადაწყვიტა სტიუარდესების დაქირავება.

პირველი პრეზიდენტი

მარია ესტელა მარტინეს დე პერონი პირველი პრეზიდენტი ქალია. ის 1974 – 1976 წლებში არგენტინის პრეზიდენტი გახლდათ. მარია არგენტინის პრეზიდენტის ხუან პერონის მესამე მეუღლე იყო. 1973 წელს როცა ხუან პერონი მესამედ იყრიდა კენჭს არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში, მარია მან ვიცე-პრეზიდენტად წარადგინა. ხოლო როცა ხუანი გარდაიცვალა, მარია ქვეყნის პირველი პირი ავტომატურად გახდა. მის პრეზიდენტობას მხარი დაუჭირა ქვეყანაში არსებული ყველა პარტიის ლიდერმა, მათ შორის იყო კომუნისტური პარტიაც. მან თანამდებობა ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური გადატრიალების გამო დატოვა.

პირველი კოსმონავტი ქალი

საბჭოთა კავშირში პირველი გენერალი ქალი ვალენტინა ტერეშკოვა გახდა. მას გენერალ-მაიორის წოდება 1995 წელს მიანიჭეს. ტერეშკოვა პირველი ქალია, რომელიც კოსმოსში გაფრინდა და ასევე ერთადერთია, რომელმაც სხვადასხვა საავიაციო მანევრების შესრულება მარტომ მოახერხა.

პირველი დიზაინერი ქალი

მოდის სფერო დღეს საკმაოდ წარმატებულია, პარიზის და მილანის მოდის სახლები კი მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმულია. თუმცა, საინტერესოა, რომ პირველი დიზაინერი ქალი ჟანა პაკენია, რომელიც მოდის სახლ "Paquin"-ის დამაარსებლის ისიდორ პაკენის მეუღლე გახლდათ. როგორც ამბობენ, ჟანას მოსწონდა მეუღლესთან ერთად მუშაობა და ახალი სილუეტების შექმნა. სწორედ მას მიაწერენ პირველ ჩვენებებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. "არაფერი განსაკუთრებული არ მომიფიქრებია, სილუეტებს ის მოვაშორე, რაც ზედმეტი იყო", - ამბობდა ის.

პირველი პარლამენტარი ქალი

ლედი ნენსი ასტორი პირველი ქალია, რომელიც პარლამენტის დეპუტატი გახდა. ის ბრიტანეთის პარლამენტში 25 წელი მუშაობდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში იცავდა ქალთა და სოციალურად დაუცველ ოჯახთა უფლებებს, ასევე ეწინააღმდეგებოდა ალკოჰოლის გავრცელების პოლიტიკას. მან პირველ საპარლამენტო გამოსვლაში ალკოჰოლი დემონადაც კი მოიხსენია და თქვა, რომ ალკოჰოლი ყოველგვარი ბოროტების საფუძველია. 1923 წელს კი გამოვიდა ინიციატივით, რომ მხოლოდ 18 წლის ზემოთ მომხმარებლებისთვის ყოფილიყო დასაშვები ალკოჰოლის შეძენა.

პირველი მხატვარი

სოფონისბა ანგვისოლა პირველი ქალი მხატვარია, რომელმაც შეძლო და საზოგადოებას თავი საკუთარი შეუდარებელი ნამუშევრებით გააცნო. წარჩინებული ოჯახის შვილმა გაკვეთილები მიქელანჯელოსთან გაიარა. როგორც ცნობილია, რენესანსის ეპოქის მხატვარი 1554 წელს 22 წლის ასაკში რომში გაემგზავრა, სადაც მიქელანჯელოს შეახვედრეს. მიქელანჯელომ გოგონას რამდენიმე გაკვეთილი ჩაუტარა, რომელზეც ბიჭის დახატვა დაუვალებია, სოფონისბამ დახატა „Boy Bitten by a Crayfish“, რომელიც შემდეგ ოსტატს გაუგზავნა. შემდეგ მიქელანჯელომ სოფონისბას საკუთარი ჟურნალიდან რამდენიმე ჩანახატი მისცა და სთხოვა მისეული ვერსიით გადაეხატა. სოფონისბამ კი საინტერესო ვარიანტები შექმნა. სოფონისბამ მილამში 1558 წელს წარადგინა ჰერცოგ ალბის პორტრეტი, რის შემდეგაც ის ესპანეთის სამეფო კარზე მიიწვეს. სწორედ აქედან გაითქვა მან სახელი.

მთამსვლელი ქალი, რომელმაც ევერესტი პირველმა დაიპყრო

1976 წლის 16 ოქტომბერს ვანდა რუტკევიჩმა შეძლო და ევერესტი დაიპყრო. ის პირველი ქალია, რომელმაც ევერესტის უმაღლეს მწვერვალს მიაღწია და დაამტკიცა, რომ ქალები ძლიერები არიან და მათ შეუძლიათ ყოველგვარი წინააღმდეგობის გადალახვა.

სამურაი

იაპონურ კულტურაში უამრავი თქმულებაა სამურაებზე, მებრძოლებზე რომლებიც ქვეყანას სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ. სამურაის საბრძოლო ხელოვნება თაობიდან თაობას გადაეცემოდა, თუმცა როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მამაკაცთა გვერდით ქალი სამურაები ანუ ონნა-ბუგეისები იბრძოდნენ. როგორც აღმოჩნდა, არქეოლოგიური სამუშაოებისას აღმოჩენილ მებრძოლთა საფლავებს შორის 30% ქალებს ეკუთვნის.

პირველი ცნობილი სამურაი ქალი ხოძე მასაკოა (1156-1225), რომელიც მმართველ მინამოტო ნო იორიტომოს მეუღლე გახლდათ, ის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მონასტერში გაიხიზნა.

პირველი ტატუს მხატვარი

მაუდ ვაგნერი პირველი ქალია, რომელმაც სახელი ტატუს დახატვით გაითქვა. ის ამერიკაში ცხოვრობდა.

მსოფლიოს ირგვლივ მოტოციკლით

ბრიტანელი ელსოეთ ბერდი პირველი ქალია, რომელმაც შეძლო და დედამიწას 1980 წელს მოტოციკლით შემოუარა. ალსოეთი დიდი ხანი ემზადებოდა ამისთვის. მოგზაურობა კი 3 წელი გაგრძელდა.

იხილეთ ფოტოგალერეა


მოამზადა ეკა გადახაბაძემ
მკითხველის კომენტარი (2)
jiji
19 აპრილი 2017 16:51
"qartlosi"!

მართალი ხარ, გასაგებია, სრულ სიმართლეს ამბობ, მაგრამ ყველაფერს ამ, ერთიდაიგივე კომენტარს, რომ ურთავ სხვაც დაწერე რამე დალოცვილო (კლავიატურა გაიჭედა?)!?
qartlosi
13 აპრილი 2017 12:31
ყველას გაუმარჯოს, ვისაც საქართველო უყვარს და ტკივა, ვინც არ უნდა იყოს ის, სისხლით ქართველი თუ არაქართველი, ღმერთმა გაუმარჯოს მას. მაგრამ ყველა მომხვდურს და ძალად ჩანერგილს ქართველებში, ვინც ცხვრის ქურქში გახვეულა, საქართველო და ქართველები ძულს და ყველაფერს აკეთებს ქართველთა აწიოკებისათვის (ვგულისხმობ გნაცელებს და არასამთავრობოებს...), ღმერთი მიუზღავს საკადრისს.როგორც ვხედავ მეტი საშველი არ გვავვს. არავითარი სხვა ხსნა, სხვა გზა არ გაგვაჩნია.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები