თბილისური ქუჩის მოდა ELLE-ს ფოტოობიექტივში - კვირის პალიტრა

თბილისური ქუჩის მოდა ELLE-ს ფოტოობიექტივში

ფოტოგალერეა

თბილისში Mercedes-Benz Fashion Week -ი 4 მაისს დაიწყო. მოდის კვირეულის ფარგლებში დამწყებმა და უკვე ყველასთვის ცნობილმა ქართველმა დიზაინერებმა ახალი კოლექციები წარადგინეს. პირველი ჩვენება ქართველი დიზაინერის ავთანდილის ახალი კოლექციით ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა. ავთანდილთან ერთად, ახალი კოლექციები წარადგინეს სხვა ქართველმა დიზაინერებმაც, რომელთაც მსოფლიო მოდის ჟურნალებისა თუ ბლოგერების ყურადღება აქამდეც არაერთხელ დაიმსახურეს, მათ შორისაა ანუკა ქებურია, ანუკი არეშიძე, თამუნა ინგოროყვა და სხვები.

Mercedes-Benz Fashion Week - ის სტუმარი კი ესპანელი დიზაინერი ხუან კარლოს პახარესია.

როგორც ცნობილია, ამ სეზონზე MBFW Tbilisi-ის ჩვენებები სხვადასხვა სივრცეებში გაიმართება, მათ შორის, (MoMa Tbilisi), სამეფო კვარტლის თეატრში, საქართველოს მწერალთა სახლში, სასტუმრო Rooms-სა და Tbilisi Marriott-ში.

Mercedes-Benz Fashion Week-ი კომპანია Mercedes-Benz-ის მიერ ორგანიზებული მოდის საერთაშორისო კვირეულების სერიაა. ის ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება, მათ შორის, რუსეთში, გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიაში.

თბილისის მოდის კვირეულზე აღმოჩენილ სხვადასხვა იმიჯს ეხმაურება მსოფლიო მოდის ცნობილი გამოცემები, ამჯერად კი ჟურნალმა ELLE ვებგვერდზე Street Style-ს სხვადასხვა ქართული ვარიაციები წარმოადგინა. ფოტოები ჟურნალი ELLE -თვის ფოტოგრაფმა ტაილერ ჯოიმ გადაიღო. გთავაზობთ ფოტოგალერეას Mercedes-Benz Fashion Week - ის Street Style-ს შესახებ. (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე