ჰილარი კლინტონი ერთსქესიანი ქორწინების მომხრეა - კვირის პალიტრა

ჰილარი კლინტონი ერთსქესიანი ქორწინების მომხრეა

შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას.

”განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ამერიკელები არიან ჩვენი კოლეგები, მასწავლებლები, ჩვენი ჯარისკაცები, მეგობრები და საყვარელი ადამიანები. ისინი არიან ისეთივე თანაბარუფლებიანი მოქალაქეები ამ ქვეყნისა, როგორც ყველა სხვა და იმსახურებენ ყველა იმ უფლებას, რასაც მათ შტატების მოქალაქეობა ანიჭებთ. მათ შორის ქორწინების უფლებას. სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს ჰომოსექსუალ წყვილთათვის ქორწინების უფლების მინიჭების ინიციატივას, როგორც პირადი სენტიმენტების, ასევე პოლიტიკური და სამართლებრივი მოსაზრებების გამო - განაცხადა შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

65 წლის ჰილარი კლინტონი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო კანდიდატად მოიაზრება.

იხილეთ ვიდეო