მალიში ფრანგ მძევალს ”ალ ქაიდამ” თავი მოჰკვეთა - კვირის პალიტრა

მალიში ფრანგ მძევალს ”ალ ქაიდამ” თავი მოჰკვეთა

ჩრდილოეთ აფრიკაში მოქმედმა "ალ ქაიდას" დანაყოფმა ფრანგი მძევლის მოკვლის შესახებ გააკეთა განცხადება. ფილიპ ვერდონს თავი საფრანგეთის მალიში ინტერვენციის გამო მოკვეთეს.

ის ერთ ერთი იყო ორი ფრანგი მძევლისგან რომელიც 2011 წლის ნოემბერში გაიტაცეს. ვარაუდობენ, რომ დაჯგუფებას კიდევ შვიდი ფრანგი მოქალაქე ჰყავს მძევლად აყვანილი.

ისლამისტმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ვერდონი ფრანგი ჯაშუში იყო, ხოლო დანარჩენი მძევლებნის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს, აკისრია.

(c) Forve