ტეხასის ”ატომური ბომბი” - სასუქის ქარხანაში აფეთქების შედეგად 15-მდე ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ტეხასის ”ატომური ბომბი” - სასუქის ქარხანაში აფეთქების შედეგად 15-მდე ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ტეხასის სასუქის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაშავებულია 160-მდე ადამიანი, მათ შორის, ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ტეხასის შტატის ქალაქ ვაკოსთან ახლოს მდებარე ქარხანაში აფეთქება გუშინ გვიან ღამით მოხდა. ამ დრომდე უცნობია, აფეთქების რეალური მიზეზი. თუმცა, სავარაუდოდ, ტრაგედია ქარხანაში ამიაკის აფეთქებამ გამოიწვია.

აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ მას დასავლურ მედიაში ”ტეხასის” ატომური ბომბი უწოდეს. აფეთქების შედეგად დაინგრა ქარხნის ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლები და შენობები, მათ შორის მოხუცთა სახლი. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი სახლში ამ დრომდე რჩებიან მაცხოვრებლები, რომლებიც გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებენ.

”ინტერპრესნიუსი”