ყოფილი მეძავი - ქალაქის მერად?
შეერთებულ შტატებში, მისისიპის ქალაქ ვიკსბურგის მერობის კანდიდატად ლინდა ფონდრენია წარდგენილი. თუმცა ახალბედა პოლიტიკოსს წარსულმა გაახსენა თავი. ლინდა თავადაც აღიარებს, რომ დაახლოებით 30 წლის წინ ერთ-ერთ ლეგალურ საროსკიპოში მეძავად მუშაობდა და თავისი ქმარიც იქ გაიცნო. ფონდრენს რეკომენდაციას უწევს საროსკიპოს მფლობელი, ცნობილი სუტენერი და ბიზნესმენი დენის ჰოფი, რომელიც საკმაოდ გავლენიანი ადამიანია. ჰოფის თქმით, საროსკიპოში მუშაობით ლინდამ მერობისთვის საკმარისზე მეტი გამოცდილება შეიძინა.