კიბოთი დაავადებულმა 18 წლის ბიჭმა საკუთარი ცხოვრების ბოლო დღეები გადაიღო - კვირის პალიტრა

კიბოთი დაავადებულმა 18 წლის ბიჭმა საკუთარი ცხოვრების ბოლო დღეები გადაიღო

2009 წელს 14 წლის მოზარდს მინესოტადან, ზაკ სობიეკს, სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს - ძვლების კიბო. ამის მიუხედავად ბიჭუნა მაინც აგრძელებდა სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრებას, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.

ზაკმა მრავალი ოპერაცია გადაიტანა, ქიმიოთერაპიის ბევრი სეანსი, თუმცა, მისმა ოპტიმიზმმა მილიონობით ადამიანი შთააგონა. ზაკის მიერ შესრულებულმა სიმღერამ "clouds" დაახლოებით ოთხი მილიონი ნახვა დააგროვა. ხოლო ვიდეოს ჩამოწერით დაგროვებული თანხა მის ფონდში ჩაირიცხა, რომელიც კიბოს დაავადების კვლევებს ემსახურება.

3 მაისს ზაკს 18 წელი შეუსრულდა, მან იცოდა, რომ ცხოვრების მხოლოდ რამოდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი და ჩაწერა გამოსამშვიდობებელი ვიდეო, რომელშიც მისი ცხოვრების ამსახველი უკანასკნელი კადრები შევიდა. 20 მაისს ზაკი გარდაიცვალა. მისი გამოსამშვიდობებელი ვიდეო ხუთმა მილიონმა ადამიანმა ნახა.

ზაკ სობიეკმა ამ გზით სცადა, ადამიანებისთვის ეჩვენებინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სიცოცხლე.

იხილეთ ვიდეო http://www.palitratv.ge-ზე