8 წლის გოგონა საქორწინო სარეცელზე სისხლდენით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

8 წლის გოგონა საქორწინო სარეცელზე სისხლდენით გარდაიცვალა

იემენში 8 წლის გოგონა საქორწინო სარეცელზე სისხლდენისაგან გარდაიცვალა. ადამიანის უფლებათა დამცველები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოითხოვენ დაისაჯოს გოგონაზე 5 ჯერ (!) უფროსი ქმარი, რომელიც სავარაუდოდ ბავშვთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა. ინციდენტი იემენის მომთაბარე ტომებით დასახლებულ პროვინციაში მოხდა, სადაც გოგონების, ე.წ. "ბავშვი საცოლეების" ადრეულ ასაკში გათხოვება დამკვიდრებული პრაქტიკაა. როგორც კვლევების შედეგებით მტკიცდება, იემენში ქალთა მეოთხედი 15 წლამდე ასაკში თხოვდება, რაც მათ განათლებისა და საზოგადოებაში დამკვიდრების თითქმის ყველანაირ შანსს უსპობს, ისინი ხშირად ხდებიან საკუთარი, როგორც წესი ბევრად უფროსი მეუღლეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლის მსხვერპლნი.

რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, შესაძლოა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქმარს პატიმრობაც კი არ მიესაჯოს, რადგან ფორმალურად მას კანონი არ დაურღვევია. 2011 წელს იყო მცდელობა, იემენში შემოეღოთ კანონი, რომელიც აკრძალავდა 16 წლამდე გათხოვებას, თუმცა ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ იგი არ დაამტკიცა, მიიჩნია რა ისლამის საწინააღმდეგო ინიციატივად.