დრონი მეფობენ, არა მეფენი... აჰმადინეჯადი სამსახურში ავტობუსით მიდის - კვირის პალიტრა

დრონი მეფობენ, არა მეფენი... აჰმადინეჯადი სამსახურში ავტობუსით მიდის

ინტერნეტსივრცეში ელვის სისწრაფით გავრცელებულ ამ ფოტოზე ასახულია ირანის ექსპრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს. როგორც ამბობენ, აჰმადინეჯადი საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყოველდღე იყენებს სამსახურში მისასვლელად - პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ მან ირანის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციების კითხვა განაგრძო. ფოტოს მოჰყვება მინაწერი, სადაც ნათქვამია, რომ ოფიციალურად, პრეზიდენტობის რვაწლიანი ვადის განმავლობაში, მას სახელმწიფოსგან ერთი რიალიც არ მიუღია და ლექტორის შემოსავლით ირჩენდა თავს. პრეზიდენტობისას მან ასევე უარი თქვა, დაემტკიცებინა კანონი, რომელიც ექს-პრეზიდენტებს მაღალი სამთავრობო პენსიით უზრუნველყოფდა.