პუტინი:"ბერლუსკონის იმიტომ გადაეკიდნენ, რომ ქალები უყვარს. აბა, გეი ყოფილიყო?" - კვირის პალიტრა

პუტინი:"ბერლუსკონის იმიტომ გადაეკიდნენ, რომ ქალები უყვარს. აბა, გეი ყოფილიყო?"

აი, ასე უცნაურად დაიცვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სექსუალურ სკანდალში გახვეული იტალიის ექსპრემიერი, სილვიო ბერლუსკონი. პუტინი თვლის, რომ ბერლუსკონი იმის გამო ისჯება, რომ "ქალები უყვარს, ის რომ ჰომოსექსუალი ყოფილიყო, სასამართლოში არავინ უჩივლებდა არასრულწლოვანთან სექსისთვის, თითსაც კი ვერ დააკარებდნენ" - განაცხადა პუტინმა ნოვგოროდში, "ვალდაის საერთაშორისო დისკუსიების კლუბში" გამართულ პრესკონფერენციაზე. რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებამ დარბაზის მხიარულება გამოიწვია. პუტინი კი ამას არ დასჯერდა და დასძინა, რომ "დასავლეთმა დაივიწყდა საკუთარი ქრისტიანული წარსული და უგულვებელყო ქრისტიანობის მორალური პრინციპები და საკუთარი ტრადიციები."

აღსანიშნავია, რომ პუტინი ბერლუსკონის, რომელთანაც მას მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს, პირველად არ იცავს. თავის დროზე, როდესაც ბერლუსკონის სექსუალურ თავგადასავლებზე მთელმა მსოფლიომ შეიტყო, რუსეთის პირველმა პირმა მეგობარი ასე დაიცვა - "სილვიოს იმიტომ აკრიტიკებენ, რომ მისი უბრალოდ შურთო."