”დაე, იძინოს” - ფოტო, რომელმაც ფეისბუქი ”ააფეთქა” - კვირის პალიტრა

”დაე, იძინოს” - ფოტო, რომელმაც ფეისბუქი ”ააფეთქა”

”ფოტო, რომელიც კაცობრიობის რწმენას დაგიბრუნებთ” - სწორედ ასე შეაფასეს ფოტო სოცქსელებში ნიუ-იორკის მეტროში გადაღებული ფოტო, რომელმაც 65 წლის ებრაელ  ისააკ ტეილს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. ტეილის მიერ ჩადენილი ”გმირობა” თითქოსდა, ბევრი არაფერია: მეტროში მჯდარ ტეილს გვერდით უცნობი შავკანიანი მამაკაცი მიუჯდა, რომელსაც მალე ჩასთვლიმა და თანამგზავრის მხარზე თავჩამოდებულს ჩაეძინა.  ტეილს შესთავაზეს, უცნობი გაეღვიძებინა, მაგრამ მან განაცხადა: ის ალბათ დაღლილია, დაე, იძინოს. ჩვენთან ასეთი ფოტო ალბათ არავის გააკვირდება, მაგრამ ამერიკაში, სადაც პირადი სივრცის ხელშეუხებლობა კულტად იქცა, მის დიდსულოვნება ჯეროვნად დააფასეს. ერთ-ერთი თანამგზავრის მიერ გადაღებულმა ფოტომ, შეიძლება ითქვას, ფეისბუქი ”ააფეთქა”, ტეილის სახლში კი ზარები არ წყდებოდა: ნაცნობებს, მეგობრებს, ნათესავებს, ყველას სურდა ეთქვა მისთვის ერთი რამ - თუ როგორ ამაყობდნენ მისით. ”ფოტო, რომელიც ჯერ კიდევ გვიტოვებს კაცობრიობის რწმენას” - ასე შეაფასა იგი ფეისბუქზე ვინმე მაიკლ ბარტლიმ, ვისმა კომენტარმაც 14000 მდე ”მოწონება” დაიმსახურა.