"Time"-ის ვერსიით, პაპი წლის ადამიანად დასახელდა - კვირის პალიტრა

"Time"-ის ვერსიით, პაპი წლის ადამიანად დასახელდა

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა "Time"-მა 2013 წლის ადამიანი დაასახელა. ჟურნალის რედაქციის გადაწყვეტილებით, 2013 წლის ადამიანი რომის პაპი ფრანცისკი გახდა.

"წლეულს ძალიან საინტერესო არჩევანი გავაკეთეთ", - განაცხადა ჟურნალის რედაქტორმა ნენსი გიბსმა. მისივე თქმით, მართალია საბოლოო გადაწყვეტილება ჟურნალის სარედაქციო ჯგუფმა მიიღო, მაგრამ გამოკითხვა ჩაატარეს მკითხველებს შორის და საზოგადოებრივი აზრიც გაითვალისწინებს.

მეორე ადგილი აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა დაიკავა.

"თიმე"-ის რედაქციის შერჩევით წლის ადამიანი შეიძლება გახდეს პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა იქონიეს სიახლეებსა და საზოგადოების ცხოვრებაზე. იქნებიან ისინი დადებითი თუ უარყოფითი პირები. ეს ადამიანები ასევე არიან სიმბოლო ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის, რაც მიმდინარე წელს მოხდა.

გასულ წელს "Time"-ის რჩეული აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო, 2011 წელს კი წლის ადამიანად "დემონსტრანტი" გახდა. ამერიკული ჟურნალი "წლის ადამიანს" 1927 წლიდან მოყოლებული ასახელებს. პირველი "წლის ადამიანი" ამერიკელი პილოტი ჩარლზ ლინდბერგი გახდა.