”ჩემი ნება რომ იყოს, ყველა ”გეის” ღუმელში ცოცხლად გამოვწვავდი” - კვირის პალიტრა

”ჩემი ნება რომ იყოს, ყველა ”გეის” ღუმელში ცოცხლად გამოვწვავდი”

პოპულარული რუსი მსახიობის ივან ოხლობისტინის რადიკალურმა განცხადებამ სექსუალური უმცირესობების შესახებ დიდი ალიაქოთი გამოიწვია როგორც მის მშობლიურ რუსეთში, ასევე ევროპაში. ნოვოსიბირსკში სიტყვით გამოსვლისას ერთობ რელიგიურმა მსახიობმა განაცხადა, რომ მისი ნება რომ იყოს, ყველა "გეის" ღუმელში გამოწვავდა.

"ღუმელში ცოცხლად გამოვბუგავდი ყველას. ეს სოდომი და გომორაა და მე, როგორც მორწმუნეს, არ შემიძლია ინდიფერენტული ვიყო ამ საკითხის მიმართ, მაშინ როცა ეს საფრთხეს უქმნის ჩემ შვილებს.

არ მინდა, ჩემი შვილები ფიქრობდნენ, რომ იყო პედერასტი, ნორმალურია. თუ კაცს არ შეუძლია აირჩიოს მისთვის მოსაწონი საწინააღმდეგო სქესის ადამიანი ოჯახის შესაქმნელად და გასამრავლებლად - ეს მენტალური გადაგვარების აშკარა ნიშანია და ასეთ ადამიანს არც არის საჭირო, არჩევნის უფლება ჰქონდეს." -განაცხადა ოხლობისტინმა.

იმის გათვალისწინებით, რომ ოხლობისტინი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, "სტაჟიორების" მთავარი როლის შემსრულებელია, მისი სიტყვები ქსელში საოცარი სისწრაფით გავრცელდა და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსახიობი ახლა უფრო პოპულარულია, ვიდრე ის ოდესმე შეძლებდა გამხდარიყო სამსახიობო ოსტატობის ხარჯზე. თუმცა შეიძლება ოხლობისტინს ჰომოფობიური გამონათქვამები ძვირად დაუჯდეს - ლგბტ აქტივისტების განცხადებით, ისინი ყველაფერს იღონებენ, რათა მსახიობს "ცივილიზებულმა ქვეყნებში მათ ტერიტორიაზე შესვლის ნება არ მისცენ".

ამბები.გე