ნიგერიულ რესტორანში სტუმრებს ადამიანის ხორცით უმასპინძლდებოდნენ - კვირის პალიტრა

ნიგერიულ რესტორანში სტუმრებს ადამიანის ხორცით უმასპინძლდებოდნენ

რესტორანი, სადაც სტუმრებს ადამიანის ხორცს აჭმევდნენ, ნიგერიელმა სამართალდამცავებმა გუშინ დახურეს. პოლიციამ რესტორანში ადამიანის ორი, ახლადმოჭრილი თავი აღმოაჩინა. რესტორნის თერთმეტკაციანი პერსონალი, მეპატრონის ჩათვლით, დააპატიმრეს. პოლიციელებმა რესტორანში რამდენიმე ავტომატიცა და მაჩეტეს მსგავსი ფორმის დანებიც აღმოაჩინეს.

როგორც გაირკვა, რესტორანში ადამიანის ხორცით ყველაზე ძვირადღირებულ კერძებს ამზადებდნენ. ბრიტანელმა პასტორმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რესტორანში ადამიანის ხორცით დამზადებული სტეიკით გაუმასპინძლდნენ, პოლიციას განუცხადა, რომ იგი მაღალმა ფასმა დააეჭვა:

"ერთ ულუფაში 25 ევრო რომ გადამახდევინეს, ძალიან გამიკვირდა. არც ვიცოდი, რომ კერძი, რომელშიც ამდენი ფული გადავიხადე, ადამიანის ხორცით იყო დამზადებული." - განაცხადა მან.