"ზედმეტი" ჟირაფი ბავშვების თვალწინ დაკლეს და ლომს აჭამეს - კვირის პალიტრა

"ზედმეტი" ჟირაფი ბავშვების თვალწინ დაკლეს და ლომს აჭამეს

დანიის ზოოპარკში მომხდარმა შემზარავმა ფაქტმა ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების აღშფოთება გამოიწვია. ახალგაზრდა და სრულიად ჯანმრთელი ჟირაფი ზოოპარკის დამთვალიერებლების წინაშე მოკლეს, აკუწეს და მისი ხორცი ლომებს, ვეფხვებს და პოლარულ დათვებს აჭამეს.

კოპენჰაგენის ზოოპარკის ბინადარ 2 წლის მარიუსს თავში ესროლეს და ბავშვებს ნამდვილი ბიოლოგიის გაკვეთილი მოუწყვეს. ზოოპარკის თანამშრომლებმა ბუნების დამცველების თხოვნაც კი არ გაითვალისწინეს, რომლებმაც 25 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს, რათა ჟირაფისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ.