"ვლოცულობ, მათ ერთმანეთი დაჭამონ" - რუსული ეკლესიის დეკანოზმა უკრაინელი მომიტინგეები დაწყევლა - კვირის პალიტრა

"ვლოცულობ, მათ ერთმანეთი დაჭამონ" - რუსული ეკლესიის დეკანოზმა უკრაინელი მომიტინგეები დაწყევლა

რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზმა ანდრეი ტკაჩოვმა უკრაინელი მომიტინგეები შეაჩვენა:

"რევოლუცია სიგიჟეა და იგი ლოცვით უნდა გავდევნოთ. მე ვლოცულობ, რომ ღმერთმა ძალა და გამბედაობა მისცეს უკრაინის ხელისუფლებას, რომ იყოს ძლიერი და ჭკვიანი. მე იმაზეც ვლოცულობ, რომ ღმერთმა მეამბოხეების

გულსა და ძვლებში შიში ჩანერგოს; ღმერთმა მათ გაუგზავნოს ავადმყოფობა სახლსა და ქუჩაში, რომ სიმშვიდე ვერ ჰპოვონ და ერთმანეთი დაჭამონ. ისინი არ დამენანება. ისინი საშიში მტრები არიან ჩვენი მომავლისა და ჩვენი დღევანდელობისა. არ მეცოდებიან და მე მათთვის არ ვლოცულობ", - ამბობს ქადაგებაში დეკანოზი.

იხ. სრულად