გულმოწყალების საოცარი მაგალითი - სიკვდილმისჯილი მოკლულის დედამ იხსნა - კვირის პალიტრა

გულმოწყალების საოცარი მაგალითი - სიკვდილმისჯილი მოკლულის დედამ იხსნა

როდესაც ბალალმა ყელზე ჩამოცმული თოკი იგრძნო, იგი ფიქრობდა, რომ ეს მისი უკანასკნელი ამოსუნთქვა იქნებოდა. მოედანზე თავმოყრილი ხალხი, საზარელი სანახაობის, სიკვდილით დასჯის საყურებლად იყო შეკრებილი, რაც ისლამისტურ ქვეყნებში დღესაც არ წარმოადგენს იშვიათობას. ყველაფრის მიზეზი 7 წლის წინ მომხდარი ამბავი გახდა, როდესაც 20 წლის ბალალმა 18 წლის აბდოლა ჰოსეინზადე ქუჩის ჩხუბის დროს, დანით მოკლა, რაც შარიათის კანონების მიხედვით, სიკვდილით ისჯება. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ამას სიკვდილმისჯილი და ხალხი მოელოდა. ჩამოხრჩობამდე, რამოდენიმე წუთით ადრე, მსხვერპლის დედამ სიკვდილმისჯილ ბალალს სილა გააწნა და გადაწყვიტა, მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა. ქალის ქცევამ გარშემომყოფები შოკში ჩააგდო, თანაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს არ იყო პირველი შვილი, რომელიც მან დაკარგა - უმცროსი შვილი, 11 წლის ასაკში, ავარიის დროს დაეღუპა.

ირანის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წელს, ქვეყანაში 369 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, თუმცა,არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მსხვერპლთა რაოდენობა 700-საჭარბებს.