საოცარი გარდასახვა - ფრანგ ტურისტს რიჩარდ გირი უსახლკარო ეგონა და პიცა უყიდა - კვირის პალიტრა

საოცარი გარდასახვა - ფრანგ ტურისტს რიჩარდ გირი უსახლკარო ეგონა და პიცა უყიდა

42 წლის ფრანგ ტურისტს უბრალოდ სიკეთის გაკეთება სურდა, როდესაც ქუჩაში შემხვედრ უსახლკარო ადამიანს პიცა უყიდა. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ქალს ერთი შეხვედვით მოეჩვენა. უსახლკარო მამაკაცი, ჰოლივუდის ვარსკვლავი რიჩარდ გირი აღმოჩნდა, რომელიც უბრალოდ მორიგი ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა. ტურისტი კარინ გომბიუ, რომელიც წარმოშობით პარიზიდანაა, პიცერიიდან გამოდიოდა, როდესაც ნაგვის ურნასთან მდგომი მამაკაცი დაინახა, რომელიც იქიდან ნარჩენებს იღებდა და ჭამდა. ამ სურათის დანახვის შემდეგ, კარინმა მას საკუთარი პიცა შესთავაზა და ბოდიში მოუხადა- პიცა ცივიაო.

"დიდი მადლობა. ღმერთმა დაგლოცოთ" - უპასუხა მსახიობმა. ისტორია ასეც დამთავრდებოდა, მეორე დღეს ქალს საკუთარი თავი გაზეთების ფურცმელზე რომ არ ეხილა. ახლა კარინმა საკუთარი საქციელის გამო მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.