პაპი: "მარსელებსაც მოვნათლავთ, თუ მოუნდებათ!" - კვირის პალიტრა

პაპი: "მარსელებსაც მოვნათლავთ, თუ მოუნდებათ!"

"თუ ხვალ, დედამიწაზე მარსელების ექსპედიცია ჩამოვა, აი, ის მარსელები, მწვანეები რომ არიან, დიდყურებიანი და დიდცხვირიანები, თუ ჩამოვიდნენ და ერთმა თქვა: "მინდა, მოვინათლო!" რა უნდა ვქნათ?" - იკითხა რომის პაპმა ფრანცისკ პირველმა ვატიკანში გამართულ მორიგ მესაზე. პაპმა საკუთარ კითხვას თვითონვე უპასუხა:

”ეკლესიას რა უფლება აქვს, ვინმეს კარი მოუხუროს? მარსელებსაც უნდა ჩავეხუტოთ, როგორც ჩვენს თანასწორებს.” - განაცხადა მან და დასძინა, რომ ნათლობის უფლება უნდა მიეცეთ იმ ბავშვებსაც, რომელთა მშობლებიც დაქორწინებულნი არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიური კანონების მიხედვით, ისინი ცოდვაში ცხოვრობენ.