ერაყში ”პეშმერგაც” აჯანყდა - ქურთებმა კირკუკი დაიკავეს - კვირის პალიტრა

ერაყში ”პეშმერგაც” აჯანყდა - ქურთებმა კირკუკი დაიკავეს

ერაყში, ქურთისტანის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სანავთობო ქალაქი კირკუკი დაიკავეს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

ქურთისტანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის, ჯაბარ იავარის თქმით, ახლა კირკუკი მთლიანად "პეშმერგას" ხელშია. მისივე თქმით, ერაყელმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს.

ამასთან, ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო" ერაყის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის ქალაქი მოსული და ტიკრიტი უკვე დაიკავეს. ბოევიკები ასევე იმუქრებიან ბაღდადის აღებით.

შეიარაღებული ფორმირება "პეშმერგა" ("სიკვდილზე წამსვლელები") ერაყის ქურთისტანის დაქვემდებარებაშია. მასში 120-140 ათასი მებრძოლია გაწევრიანებული. 2005 წლის შემდეგ "პეშმერგა" ფორმალურად ერაყის ძალოვანი სტრუქტურების შემადგენელ ნაწილად ითვლება, თუმცა იგი ერაყის ქურთისტანის ხელისუფლებას ემორჩილება.