8 წლის კლაუდია - პირველი ადამიანი, ვინც ტვინის სიმსივნე დაამარცხა - კვირის პალიტრა

8 წლის კლაუდია - პირველი ადამიანი, ვინც ტვინის სიმსივნე დაამარცხა

8 წლის კლაუდია ბურკილი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ტვინის კიბო დაამარცხა. კლაუდიას ნეიროობლასტომას დიაგნოზი ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში დაუსვეს, მაშინ ექიმებმა მშობლებს განუცხადეს, რომ გოგონას სულ ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი. ნეიროობლასტომა - ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც  ნერვული სისტემის ემბრიონული ნეირობლასტებისგან ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ეს მძიმე დაავადება მხოლოდ ბავშვებში გვხვდება. კლაუდია ავად 2011 წლის ივნისში გახდა. გულისრევა, რომელიც მას აწუხებდა, მშობლებმა თავდაპირველად ვირუსად მიიჩნიეს, თუმცა, ექიმებთან მისვლის შემდეგ, მას სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. "დღეს პირველი დღეა, როდესაც მე შემიძლია ჩემს ოთხივე შვილს თვალებში ვუყურო და ვიცოდე, რომ უახლოეს მომავალში არ მომიწევს ერთ-ერთი მათგანის დაკრძალვაზე ფიქრი" - განაცხადა კლაუდია დედამ ინტერვიუს დროს. "დღეს ჩვენ თავისუფლების დღე გვაქვს".