"მზად ვართ მოწამეობრივი აღსასრულისთვის!" – საფრანგეთი შტურმის მოლოდინში - კვირის პალიტრა

"მზად ვართ მოწამეობრივი აღსასრულისთვის!" – საფრანგეთი შტურმის მოლოდინში

საფრანგეთში, პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დამარტენ-ან-გოელში საფრანგეთის პოლიცია Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმების კუაშების სამძებრო ოპერაციას ატარებს.

პოლიციელები მანქანას დაედევნენ, რომლებშიც ერთ-ერთი ვერსიით, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ. თავდამსხმელები ერთ-ერთ კომპანიის ოფისში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები თავდამსხმელებთან კონტაქტზე გავიდნენ, პოლიციელები დაუკავშირდნენ ორ ეჭვმიტანილს, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან მოწამეობრივად აღესრულონ. – ამის შესახებ ტელეკომპანია iTele-ის ეთერში ერთ-ერთი დეპარტამენტის ეროვნული სათათბიროს დეპუტატმა ივ ალბარელომ განაცხადა. ვცრელდება ინფორმაცია, რომ საფარნგეთის ძალოვანი უწყებები თავდმსხმელებზე შტურმის მიტანას აპირებენ. შეგახსენებთ, 7 იანვარს ცნობოლი ფრანგული სატირული ჟურნალის რედაქციაზე სამი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაიჭრა.