პარიზული დრამა დასრულდა, თუმცა საფრანგეთში კოშმარი გრძელდება - კვირის პალიტრა

პარიზული დრამა დასრულდა, თუმცა საფრანგეთში კოშმარი გრძელდება

პარიზში 8-საათიანი ალყა, როგორც მოსალოდნელი იყო, სამართლადამცავთა შტურმით დასრულდა, რომლის შედეგად ორი ტერორისტი, რომელებიც ეჭვიმტანილები იყვნენ 7 იანვარს ცნობილი სატრული ჟურნალის Charlie Hebdo რეადქციაზე თავდასხმაში ლიკვიდირებულია.

შეგახსნებთ, 7 იანვარს რედაქციის შენობაში ტერაქტისას 11 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი - დაიჭრა. ფარნგი სამართალდამცავები ეჭვტნილებს კვალში 9 იანვარს დილიდან ჩაუდგნენ. სპეცოპერაცია საფრანგეთის ქალაქ დამარტენ-ან-გოელში დილითვე დაიწყო. ძალოვანებმა ალყა შემოარტყეს ტიპოგრაფიის შენობის საწყობს, სადაც, სავარაუდოდ, რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები - 34 წლის შერიფ და 32 წლის საიდ კუაშები იმალებოდნენ. როგორც ფრანგული მედია იუწყებოდა, მათ ერთი ქალი ჰყავდათ მძევლად აყვანილი. სამარლადამცავებმა მათთან კონტაქტის დამყარება შეძლეს, ძმები აცხადებდნენ, რომ: - მზად იყვნენ მოწამეობრივი აღსასრულსთვის.

დღის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ პარიზის ჩრდილოეთით ვინსენის რაიონში, ქაშერულ მაღაზიაში "კალაშნიკოვის" ტიპის ორი ავტომატით შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა და სროლა ატეხა, რის შემდეგაც აიყვანა მძევლები - სულ ცოტა 5 ადამიანი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეიძლება იგივე ადამიანი იყო, რომელმაც პარიზის გარეუბან მონრუჟში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც პოლიციელი ქალი გარდაიცვალა. ის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ძმებ კუაშების გათავისფლებას ითხოვდა. მისი იდენტიფიცირება მალევე მოხერხდა, ის ვინმე ამედი კულიბალი აღმოჩნდა. ტერორისტებთან მოლპარაკება უშედეგო გამოდგა, ფრანგმა სამართლადამცავებმა დღის ბოლოს შტურმი ერთდროულად ორი მიმართულებით – ტიპოგრაფიის შენობასა და ქაშერულ მაღაზიაზე დაიწყეს. შტურმის შედეგად დაიღუპნენ ძმები კუაშები და ასევე მაღაზიაზე თავდამსხმელი.

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები კუაშების მძევალი ქალი ცოცხალია, სავარაუდოდ, მსხვერპლით დასრულდა სპეცოპერაცია ვინსენის რაიონში, მაღაზიაში, "როიტერის" ინფრმაციით, 4 ადამიანია დაღუპული. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათგან ერთი შეიძლება ტერორისტის თანამზრახველი ქალი ჰაიათ ბუმედენი იყო, თუმცა მოგვიანებით საფრანგეთის საინფორმაცი საშუალებებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ თანაზრახველმა ქალმა გაქცევა შეძლო და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

პარიზული დრამის დასრულებისთანავე, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის სამხრეთით, ქალაქ მონპელიეში, საიუველირო მაღაზიაში ისევ მძევლები აიყვანეს, სავარაუდოდ, ორი ადამიანი. მონპელიეში რამდენი თავდამსხმელი მოქმედებს, ჯერ უცნობია. სამართალდამცავები ჯერჯერობით ამ ფაქტზე არ ლაპარაკობენ, ვრცელდება ინფორმაცია რომ ეს შესაძლოა ძარცვაც იყოს.