ორი მოკლული და ერთი დაკავებული ჯიხადისტი - ბელგიაში ტერორისტული საფრთხის მე-4 დონე გამოცხადდა - კვირის პალიტრა

ორი მოკლული და ერთი დაკავებული ჯიხადისტი - ბელგიაში ტერორისტული საფრთხის მე-4 დონე გამოცხადდა

ბელგიაში ებრაული  წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, ბრიუსლესა და ანტვერპენში დროებით დაიხურა ებრაული სკოლები. როგორც ირკვევა, მათ აცნობეს, რომ მოსალოდნელია ამ სკოლებზე ისლამისტთა თავდასხმა.

გასულ წელს, მაისში ბრიუსელის ებრაულ მუზეუმში, ალჟირული წარმოშობის ფრანგმა ოთხი ადამიანი მოკლა.

15 იანვარს, საღამოს, ბელგიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ვერვეში, ანტიტერორისტლი ოპერაციის მიმდინრეობისას ორ ადამიანი დაიღუპა, ერთი კი - მძიმედ დაიჭრა. როგორც ირკვევა, ეს ორი ადამიანი სირიიდან ბელგიაში ახლახან დაბრუნებული ჯიხადისტები იყვნენ. პოლიციის მხრიდან არავინ დაშავებულა, დაჭრილია მესამე ეჭვიმიტანილი, რომელიც დაკავებულია. ბელგიის პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, პოლიცია უკვე რამდენიმე დღეა უთვალთვალებდა სირიიდან ახალახან დაბრუნებულ ჯგუფს, რომელიც ბელგიაში ტერორისტულ აქტს გეგმავდა. მისივე ინფორმაციით, როდესაც სპეცსამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ ჩხრეკის ჩასატარებლად, ამ ჯგუფის წევრებმა ცეცხლი გახსნეს.თვითმხილველთა თქმით, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტენსიურ სროლასთან ერთად, რამდენიმე აფეთქების ხმაც გაისმა. აფეთქებებისას ქუჩაზე იმყოფებოდა რამდენი საპოლიციო მანქანა, ასევე სპეცდანიშნულების ბრიგადები და სასწაფო დახმარების მანქანები. ხელისუფლების წარმომადგენლთა თქმით, ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს ბრიუსელშიც და უახლოეს მომავალში რამდენიმე ადამიანის დაკავებას ელიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელის განცხადებით: "ეს სპეცოპერაცია აჩვენებს, რომ ხელისუფლება ყველას, ვინც ტერორიზმს დათესავს, საკადრის პასუხს გასცემს." ბელგიაში ტერორისტული საფრთხის მე-4 დონეა გამოცხადებული. ბელგიაში ებრაული  წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, ბრიუსლესა და ანტვერპენში დროებით დაიხურა ებრაული სკოლები. როგორც ირკვევა, მათ აცნობეს, რომ მოსალოდნელია ამ სკოლებზე ისლამისტთა თავდასხმა. ქალაქი ვერვე გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. მისი მოსახლეობა დაახლოებით 56 000-ს შეადგენს.  მომხდარამდე ცოტა ხნით ადრე, ბელგიაში დააკავეს ეჭვმიტანილი, რომელსაც საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილის - ამედი კულიბალისთვის იარაღის მიყიდვა ედება ბრალად. კულიბალიმ რამდენიმე დღის წინ პარიზში, ებრაულ მაღაზიაში 20-მდე მძევალი აიყვანა, რომელთაგნა 4 მოკლა. მაღაზიაზე თავდასხმამდე კი ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს, რომელთაგან ერთი – პოლიციელი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, გასულ წელს, მაისში ბრიუსელის ებრაულ მუზეუმში, ალჟირული წარმოშობის ფრანგმა ოთხი ადამიანი მოკლა.

იფიციალური მონაცემებით, სირიაში, ისლამისტთა სხვადასხვა დაჯგუფებაში ბელგიის 325 მოქალაქე იბრძვის.

ინფორმაციის წყარო