ანდრიას ლიუბიცის თვითმკვლელობა და მასობრივი სასაკლაო ალპებში - კვირის პალიტრა

ანდრიას ლიუბიცის თვითმკვლელობა და მასობრივი სასაკლაო ალპებში

საზარელი ავიაკატასტროფა - ვინ იყო მეორე პილოტი, რომელმაც 149 ადამიანი იმსხვერპლა

რაც შეეხება მგზავრებს, "შავი ყუთის" ჩანაწერის მიხედვით, მათ უკანასკნელ წუთს გააცნობიერეს, რომ თვითმფრინავი ვარდებოდა. ამ დროს ჩანაწერში ისმის ადამიანთა სასოწარკვეთილი ყვირილი...

24 მარტს ალპებში კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია "ჯერმანუინგზის" სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელშიც 150 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი A320 ესპანეთის ქალაქ ბარსელონიდან გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში, მიფრინავდა. ავიახომალდი ჩამოვარდა საფრანგეთის ტერიტორიაზე, ალპებში, ქალაქ დინ-ლე-ბენის მახლობლად. ავიაკომპანია "ჯერმანუინგზი", რომელიც, თავის მხრივ ევროპაში უდიდესი ავიაკომპანია "ლუფტჰანზას" შვილობილი კომპანიაა, იაფ, დაბალბიუჯეტიანად წოდებულ ავიაკომპანიებს მიეკუთვნება. თავდაპირევლად ვრცელედებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თვითმფრინავის კატასტროფა მის ტექნიკურ გაუმართაობას გამოეწვია, თუმცა "შავი ყუთების" გაშიფვრამ ვითარება სულ სხავაგვრად წარმოაჩინა. ავიაკატასტროფისას 144 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი დაიღუპა. მათ შორის: 75 - გერმანიის, 50 - ესპანეთის, ასევე ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, არგენტინისა და ყაზახეთის მოქალაქეები. თვითმფრინავმა დილის 10:45-ზე გაავრცელა განგაშის სიგნალი, რასაც მოჰყვა მისი 2000-მდე მეტრის სიმაღლედან  ჩამოვარდნა.

პოლიციამ უკვე გაჩხრიკა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის A320-ის მეორე პილოტის ანდრეას ლიუბიცის საცხოვრებელი ბინა, ეს ის მფრინავია, რომელიც ეჭვმიტანილია თვითმფრინავის მიზანმიმართულ ჩამოგდებაში. ლიუბიცი გერმანიის მოქალაქე იყო და დიუსელდორფის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობდა. ასევე გაჩხრიკეს სახლი ქალაქ მონტაბაურში, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ. რაიმე ხელჩასაჭიდი მტკიცებულება იპოვა თუ არა პოლიციამ, ამის თაობაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. პილოტი 28 წლის იყო, ეჭვი, რომ მან მიზანმიმართულად ჩამოაგდო თვითმფრინავი, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთი "შავი ყუთი" გაშიფრეს. როგორც ფრანგმა პროკურორმა რობენმა განაცხადა, კატასტროფამდე ლიუბიცი კაბინაში მარტო დარჩა და მისი მიზანმიმართული მოქმედებით თვითმფრინავმა სიმღალის დაკარგვა დაიწყო. ხომალდის კაპიტანი, რომელიც, სავარაუდოდ, ტუალეტიდან ბრუნდებდა, შეეცადა შეეღწია კაბინაში, მაგრამ მეორე პილოტმა ის არ შეუშვა. პროკურორმა  რობენმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამინდელი ფაქტების მიხედვით, ლიუბიცს არ ეტყობდა პანიკა, "შავი ყუთის" ჩანაწერში კარგად ისმის მისი სრულიად მშვიდი სუნთქვა. სამართალდამცავები ტერაქტის ვერსიას საეჭვოდ მიიჩნევენ, თუმცა აპირებენ შეისწავლონ ლიუბიცის მთელი გარემოცვა.

რაც შეეხება მგზავრებს, "შავი ყუთის" ჩანაწერის მიხედვით, მათ უკანასკნელ წუთს გააცნობიერეს, რომ თვითმფრინავი ვარდებოდა. ამ დროს ჩანაწერში ისმის ადამიანთა სასოწარკვეთილი ყვირილი...

ვინ იყო მეორე პილოტი

ავიაკომპანია "ლუფტჰანზას" მართვის ხელმძღვანელმა კარსტენ შპორმა განაცხადა, რომ ლიუბიცმა გაიარა ყველა საჭირო გამოცდა და სპეციალური მომზადება და ის ფრენისთვის 100%-ით შესაფერისი კადრი იყო. ცნობილია, რომ 2008 წელს ლიუბიცი სწავლობდა მფრინავთა სკოლებში ბრემენსა და აშშ-ს შტატ არიზონაში, კერძოდ, ქალაქ ფენიქსში. ცნობილი გახდა, რომ ექვსი წლის წინ ლიუბიცმა შეწყვიტა სწავლა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მოახერხა დაბრუნებოდა ამ საქმეს და წარმატებით გაიარა სამედიცინო ტესტირება და ავაისანაოსნო მომზადების მთელი კურსი. ის ასრულებდა ბორტგამცილებლის მოვალეობას 2013 წლამდე, სწორედ ამ წელს გახდა ის თვითმფრინავ A320-ზე მეორე პილოტი. მისი ნაცნობები ამბობენ, რომ ის საკუთრი საქმით კმაყოფილი ჩანდა. "ფეისბუქის" მისი გვერდის მიხედვით, ჟურნალისტებმა დაასკვნეს, რომ ის აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, ჰყავდა მეგობრები, დარბოდა დილაობით და დაინტერესებული იყო პოპმუსიკით. ამ მომენტისთვის მისი პროფილი "ფეისბუქში" აღარ იძებნება. "ის ბედნიერი იყო იმით, რომ "ჯერმანუინგზში" მუშაობდა და გარშემომყოფებზე მუდმივად კარგ შთებეჭდილებას ტოვებდა." - განუცხადა "ასოშეიტედ პრესს" ერთ-ერთი იმ კლუბის წევრმა პეტერ რიუკერმა, სადაც ლიუბიციც დადიოდა. მისივე თქმით, პილოტი, რომელმაც თვითმფრინავი ჩამოაგდო, საკმაოდ მშვიდი და კეთილგანწყობილი ადამიანი ჩანდა. ამავდრულად, მისი ერთ-ერთი მეგობრის თქმით,მან თავის დროზე განათლების მიღება ემოციური აშლილობის სინდრომისა თუ დეპრესიის გამო შეწყვიტა.

მსოფლიოს ისტორიაში გაჩნდა ახალი ჰეროსტრატე - ანდრეას ლიუბიცი, რომელმაც თვითმკვლელობა 2000 მეტრის სიმაღლეზე ისე დაგეგმა, რომ თან მასობრივი სასაკლაოც მოაწყო.

24 მარტის ავიაკატასტროფა მიჩნეულია ევროპაში უმძიმესად მას შემდეგ, რაც შარშან ივლისში უკრაინაში ჩამოაგდეს მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავი. მაშინ 298 ადამიანი დაიღუპა.